ქვევრის სინდრომი

ბევრი ადამიანისგან მსმენია – წლები გადის, და ასე მგონია, ჩაკეტილ წრეში ვტრიალებ-ო. მეც არაერთხელ დამუფლებია ასეთი განცდა – თითქოს მთელი შენი არსებითა და რეალური ქმედებებითაც იმ მოჯადოებული წრის გარღვევას ცდილობ, „მემკვიდრეობით“ თუ „გარემოებათა“ გამო რომ აღმოჩნდი; 

ცდილობ ამ წრიდან გააღწიო, რათა თვისობრივად ახალ და უფრო დაწინაურებულ „ლეველზე“ გადახვიდე. . . .  მაგრამ, ჰოი საოცრებავ! რაღაც ეტაპზე აღმოაჩენ, რომ „თურმე“ ისევ იმ ერთ ადგილს ტ კ ე პ ნ ი ბეჯითად.

და მაშინ, ერთბაშად გიპყრობს ამაოების, წყლის ნაყვისა და ფუჭი „ფართხალის“ განცდა. . . .

თ უ მ ც ა. . . .

თუ კარგად დავაკვირდებით – ემოციებს უკუვაგდებთ და საღ აზრს მოვუხმობთ – მივხვდებით, რომ ამ დროის მანძილზე წრის დიამეტრი ს ა გ რ ძ ნ ო ბ ლ ა დ გაზრდილა. 

აი, სწორედ ესაა ის „სულიკო“ ჩვენ რომ ასე ხანგრძლივად და დაჟინებით დავეძებდით; ის განვლილი გზა და პროგრესი, რომელსაც ჩვენ მაინცდამაინც წრის გარეთ მოვიაზრებდით და სავარაუდოდ, ამიტომაც – ვერ კი ვამჩნევდით . . . .

ასე რომ, მეგობრებო, წ ი ნ მწვერვალებისაკენ!

ქვევრიდან ამოძახილი: ნინო მუმლაძე

თუ თქვენც გქონიათ მსგავსი განცდა მოგვწერეთ, გაგვიზიარეთ

დატოვე კომენტარი