ყველაზე გახმაურებული და კომიკური სასამართლო პროცესი მაკდონალდსის წინააღმდეგ

ეს ქალბატონი სტელა ლიბეკია. მან მოიგო აშშ-ს ისტორიაში ერთერთი ყველაზე გახმაურებული და კომიკური სასამართლო პროცესი – “ლიბეკი მაკდონალდსის წინააღმდეგ”, ანუ “ფინჯანი ყავის ქეისი”.
საქმე იმაშია, რომ რომ 1992 წელს 79 წლის ქალბატონმა – სტელა ლიბეკმა McDonald’s-ში ჭიქა ყავა შეიძნა თან წასაღებად. მანქანაში ჩაჯდომის მერე ყავის ჭიქა მუხლებს შორის დაიდო სარქველის მოსახსნელად, რათა შაქარი ჩაემატებინა და სწორედ ამ დროს ამოყირავდა ჭიქა, ცხელი სითხე კი მუხლებზე დაეღვარა, რის გამოც ქალბატონმა ლიბეკმა მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. მან სარჩელი შეიტანა სასამარტლოში და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს თქმით ყავა 88 გრადუსზე იყო მოდუღებული, რაც საფრთხის შემცველი იყო. შესაბამისად ლიბეკმა საქმე მოიგო და ზიანის საკომპენსაციოდ 2,9 მილიონი დოლარი მიიღო McDonald’s-ისგან.
ამის შემდეგ მაკდონალდსმა ყავის ტემპერატურა 10 გრადუსით შეამცირა.

დატოვე კომენტარი