ხანძრის შედეგად გამოჩენილი მეორე მსოფლიო ომის კვალი ირლანდიაში

ირლანდიის ნაპირებზე მომხდარი ძლიერი ხანძრის შემდეგ, გადამწვარ ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი შეტყობინება გამოიკვეთა. ის პოლიციელებმა შეამჩნიეს როცა ნაპირებს გადაუფრინეს, ხანძრის მიერ მოყენებული ზარალის გასარკვევად.

უკვე ნახევრად დაზიანებული ნიშანი თავის დროზე “ÉIRE”-ს გამოხატავდა, რაც ირლანდიურ გაელურ ენაზე “ირლანდიას” ნიშნავს. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, 80-მდე ასეთი ნიშანი იყო ირლანდიის ნაპირებზე. ნიშნები ბომბდამშენებს ატყობინებდა ნეიტრალურ ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ, რათა შემთხვევით არ დაებომბათ ის.

ირლანდიის პოლიციის განცხადებით მსგავსი ნიშნები აქამდეც უნახავთ, თუმცა ეს კონკრეტული ნიშანი როგორც ჩანს ხავსს და მტვერს დაეფარა, სანამ ხანძარი არ გადაწვავდა ყველაფერს და ომის კვალს გამოაჩენდა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, ირლანდიას გადაწყვეტილი ჰქონდა არ ჩართულიყო არცერთ ომში, რომელშიც დიდი ბრიტანეთი იბრძოლებდა. ეს რაღაც მხრივ მათი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის კურსის განმტკიცებას წარმოადგენდა.

ირლანდია დანაპირების შესრულებას ცდილობდა მაშინ, როცა ევროპა ომში იქნა ჩათრეული 1939 წელს. თუმცა საიდუმლოდ, ისინი მხარდაჭერას უცხადებდნენ ბრიტანეთის გაერთიანებულ ძალებს.

ისინი ბლოკავდნენ გერმანელი მფრინავების და მეზღვაურების თავის ტერიტორიაზე შემოსვლას, მაშინ როცა ბრიტანელ ჯარისკაცებს უპრობლემოდ უშვებდნენ თავიანთ მიწაზე. ამასთანავე, 43 000 ირლანდიელი შეუერთდა ბრიტანეთის გაერთიანებულ ჯარს.

არა-ნეიტრალურობის კიდევ ერთი გამოხატვა იყო როცა, ირლანდიელებმა ბრიტანელებს შეატყობინეს ბრიტანეთის ნაპირებთან მოახლოებული გერმანული წყალქვეშა ნავების და თვითმფრინავების შესახებ.

მათ ჰქონდათ ანტი-წყალქვეშა ნავების რადარი და ბრიტანელებს უფლება მისცეს ირლანდიის სივრცეში დაერტყათ მტრისთვის. ასევე თავის საჰაერო სივრცესაც არ უზღუდავდნენ ბრიტანეთის გაერთიანებულ ძალებს.

რეალურად კი, ომის ქარცეცხლში ირლანდია ბელფასტის ბლიცის დროს გაეხვა. 1941 წლის აპრილსა და მაისში გერმანიის საჰაერო ძალებმა ქალაქი ბელფასტი დაბომბეს. დახოცეს ათასამდე, ხოლო ათი ათასამდე მოსახლემ ქალაქი დატოვა.

Related Post

რატომ დაბომბეს პერლ ჰარბორი იაპონელებმა?... როცა 1941 წლის 7 დეკემბერს პერლ ჰარბორის ცაზე იაპონური ბომბდამშენები გამოჩნდა, ამერიკის ჯარი საერთოდ მოუმზადებელი იყო იმ მოულოდნელი დამანგრეველი შემო...
დატოვეთ კომენტარი