ამბავი ღმერთსა და მის ქმნილებებზე
ყველას გვიფიქრია წლების სვლასთან ერთად ჩვენი ცხოვრების ცვალებადობაზე. გთავაზობთ სახალისო და დამაფიქრებელ ისტორიას:
პირველ დღეს ღმერთმა შექმნა ძაღლი და უთხრა: “მთელი დღეები შენი სახლის კართან იჯექი და ვინც გაივლის ყველას დაუყეფე. ამისთვის ცხოვრების 20 წელს მოგცემ.”
ძაღლმა უპასუხა: “20 წელი ბევრია ყეფისთვის, 10 დამიტოვე დანარჩენს კი უკან დაგიბრუნებ.” – ღმერთმა დაუჯერა პირველ ქმნილებას.
მეორე დღეს ღმერთმა მაიმუნი შექმნა და უთხრა: “შენ ხალხს გაართობ, ფოკუსებს გააკეთებ და მაყურებლებს გააცინებ. ამისთვის 20 წლიან ცხოვრებას მოგცემ.” მაიმუნმა უპასუხა “20 წელი ბევრია მაიმუნობისთვის, 10 დამიტოვე, დანარჩენი კი უკან წაიღე.” – ღმერთი მაიმუნსაც დაეთანხმა.
მესამე დღეს ღმერთმა ძროხა შექმნა და უთხრა: “შენ მთელი დღე ფერმერის მინდორში უნდა გაატარო, მზის ქვეშ იტანჯო, ხბოები გააჩინო და ფერმერის ოჯახი რძით მოამარაგო.” “ამისთვის 60 წელს მოგცემ.”
ძროხამ უთხრა: “ასეთი მძიმე ცხოვრებისთვის 60 წელი ბევრია, 20 წელზე რას იტყვი, დანარჩენი 40 კი უკან წაიღე.” – ღმერთი მასაც დაეთანხმა.
მეოთხე დღეს ღმერთმა ადამიანი შექმნა და უთხრა: “ჭამე, იძინე, ითამაშე, დაქორწინდი და ისიამოვნე შენი ცხოვრებით. ამისთვის 20 წელს მოგცემ.” უკმაყოფილო ადამიანმა მიუგო: “მხოლოდ 20 წელიწადი? შეგიძლია რომ მომცე ჩემი 20 წელიწადი და დამიმატო 10 რომელიც ძაღლმა დაგიბრუნა, ათიც მაიმუნის დაბრუნებული და ძროხის 40 წელი? სულ 80 გამოდის.”
“კარგი” – “იცოდე, რომ შენ ითხოვე” – უპასუხა ღმერთმა.
ამიტომაცაა რომ, ჩვენი ცხოვრების 20 წელიწადში ვჭამთ, გვძინავს, ვთამაშობთ და ცხოვრებისგან ვიღებთ სიამოვნებას. მომდევნო 40 წელიწადი მზის ქვეშ ვმუშაობთ, ჩვენი ოჯახისთვის. მომდევნო 10 წელიწადი მაიმუნებივით ვმასხრობთ შვილიშვილების გასართობად. ბოლოს კი ვერანდაზე ვზივართ და ყველას ვუღრენთ, ვინც შეგვეხება.