აპრილის ტაროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
წარმოგიდგენ აპრილის თვის ტაროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით:
გაითვალისწინეთ რომ გაშლები არის ზოგადი. პირადი, ინდივიდუალური გაშლების მომმართეთ შემდეგ ლინკზე:
https://www.facebook.com/tarologia.jina/
♈ვერძი: აქტიური ვერძებისათვის იზოლაციის პერიოდი განსაკუთრებულად შემაწუხებელი იქნება სხვა ნიშნებთან შედარებით, მისთვის უჩვეულოა ჩეკეტილი სივრცე, ერთ ადგილას დიდხანს ყოფნა და მოწყენილობის გარდა, მძაფრი შეგრძნება ექნება იმის რომ დროს უაზროდ ფლანგავს. შეიძლება პერიოდულად ნეგატიური ემოციებიც მოაწვეს ხოლმე, რაღაცეები ბევრად უფრო მუქ ფერებში აღიქვას, ვიდრე ჩვეულებრივ, გლოვა დაიწყოს თუმცა საგანგაშო არაფერია და მალევე გაეფანტება ხოლმე ემოციები.
♉კურო: მიუხედავად, საგანგებო სიტუაციისა, კუროებისთვის საკმაოდ კარგი პერიოდი იქნება აპრილი. მუდამ ეგზალტირებული და მოძრავი ვერძისგან განსხვავებით კუროს შეიძლება ესიამოვნოს კიდეც ნაკლებად აქტიური პერიოდი და ბევრი თავისუფალი დრო. თითქოს მზად იყვნენ კიდაც ამისთვის, როგორც მორალურად, ასევე მატერიალურად, როგორც მიწის სტიქიის საპატიო წარმომადგენელი. სიზარმაცის დაძლევის შემთხვევაში, შეგიძლიათ თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ დრო და იმუშავოთ საკუთარ თავზე, განავითაროთ თქვენი შესაძლებლობები, დაკავდეთ საყვარელი საქმიანობებით და ა.შ
♊ტყუპები: მიუხედავად ტყუპების ცვალებადი ხასიათისა, მათთვის აპრილის თვე საკმაოდ სტაბილური იქნება, ტყუპები კარგად აცნობიერებს მოსალოდნელ საფრთხეებს და ძალიან წინდახედული და ფრთხილი იქნება აპრილის თვეში. წინდახედულობის გაჩენა გმართებთ არამხოლოდ ჯანმრთელობის მხრივ, არამედ ფინანსებშიც. ეცადეთ ზედმეტად არ გაფლანგოთ და მხოლოდ აუცილებელ რაღაცეებს მოახმაროთ თანხები.
♋კირჩხიბი: კირჩხიბისთვის შემდეგი თვე ძალიან ემოციური იქნება, რაც ალბათ გასაკვირი არცაა.. ინერვიულებს ყველაფერზე და ყველას ნაცვლად, მიუხედავად ემოციური დაძაბულობისა, კარგი პერიოდია ურთიერთობების დასაწყებად, აღსადგენად, მიზნების მისაღწევად, მოკლედ ბევრ რამეში გაგიმართლებთ.
♌ლომი: ლომებისთვის აპრილის თვე საკმაოდ მძიმეა. შეიძლება ბევრმა ნეგატიურმა მოვლენა შეიყაროს ერთად.განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, დაიცავით ყველა სიფრთხილის ნორმა, გავრცელებული ვირუსის გარდა, კიდევ შეიძლება სხვა მხრივაც გართულდეს თქვენი ჯანმრთელობა. ერიდეთ კომფლიქტებს
♍ქალწული: აპრილში ქალწულებისთვისაც არ იქნება მშვიდი პერიოდი, გამოიჩინეთ სიფრთხილე და წინდახედულება, ნუ გამოეკიდებით დეტალებზე ირგვლივ მყოფებს, გაითვალისწინეთ რომ თქვენს გარდა, სხვებსაც რთული პერიოდი აქვთ და სხვებიც ანალოგიურად, გაღიზიანებულები იქნებიან. ნუ დაიწყებთ შეჯიბრს და დავას.
♎სასწორი: სასწორისთვის კარგი პერიოდია საკუთარ თავში და გარემოშიც სიახლეების აღმოსაჩენად, ახალი გზის, ჰობის, ინტერესის სფეროს გასაჩენად, შემოქმედებისთვის, გაიხსენეთ ის საქმეები, რაც გვერდზე გქონდათ გადადებული და ვერასდროს აბამდით თავს მის დაწყებას, ასევე ეცადეთ, შუა გზაში არ მიატოვოთ დაწყებული საქმე და არ მოეკიდოთ ზედაპირულად თუნდაც მარტივ, პატარა რაღაცეებს.
♏მორიელი: მორიელის შემთხვევაში დაძაბული გარემოს გარდა, წინ წამოიწევს მენტალური ჭიდილები, სირთულეები, შეიძლება ბევრ რაღაცაში ერთდროულად არ გაუმართლოს, ამ ნიშნის წარმომადგენლები კარგი იქნება თუ ცოტახანს შეჩერდებიან, დაფიქრდებიან საიდან იღებს სათავეს მათი პრობლემები, რა აწუხებთ და როგორ შეიძლება ამისი გამოსწორება, თუ სიტუაციის ანალიზს სწორად შეძლებენ, მარტივად გადალახავენ ამ პერიოდს და გარემოებებსაც თავიანთ სასარგებლოდ შემოატრიალებენ. ასეთი პერიოდებიც აუცილებელია ცხოვრებაში და ხშირად დადებითი ცვლილებებიც მოყვება ხოლმე.
♐მშვილდოსანი: მშვილდოსნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, შეიძლება გაუჭირდეთ ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარებები, სახლში ყოფნა, იზოლაცია, ერთ ეტაპზე დიდხანს გაჩერება, მაგრამ მორიელების მსგავსად, ეცადეთ არა როგორც სასჯელი, არამედ როგორც კარგი დრო, საშუალება ისე აღიქვათ ეს პერიოდი ცვილებების განსახორციელებლად, უმეტესწილად საკუთარ თავში და საკუთარ დამოკიდებულებებში.
♑თხის რქა : თხის რქებისთვის ნამდვილად კარგი თვე იქნება აპრილი, ამ ნიშანს ის პრობლემები შედარებით ნაკლებად აწუხებს, რაც ზოდიაქოს სხვა ნიშნებს, იცის როგორ გამოიყენოს ნაყოფიერად ეს პერიოდი, პრაქტიკულია, თავს კომფროტულად გრძნობს, არც არავინ აწუხებს ზედმეტად და შეუძლია დაინახოს ის დადებითი შესაძლებლობები, რაც ამ ნეგატიურ მოვლენებშია. უკვე ალბათ, დინჯად და დისციპლინირებულად მიყვება თავის გეგმებს, რასაც აუცილებლად გამოიყენებს მომავალში, საქმეში გართულს მოწყენილობაც ნაკლებად აწუხებს.
♒მერწყული : მერწყულსაც თავისი კრეატივი ეხმარება რუტინული პერიოდის გასახალისებაში, ამ ნიშნის წარმომადგენლებს იმდენად მრავალფეროვანი ფანტაზია აქვს, რომ უამრავი გასართობის პოვნას შეძლებენ ნებისმიერ სიტუაციაში, საკუთარი თავის გარდა, სხვებსაც სიხალისეს შემატებს ამ ნიშნის წარმომადგენლებთან ურთიერთობა.
♓თევზები: თევზებისთვის ემოციურად დაძაბული და დეპრესიული პერიოდია. ეცადეთ მოუკლოთ ნერვიულობას და ნუ ჩაიციკლებით ერთსადაიმავე პრობლემებზე. დარდით და ნერვების შლით საქმე მაინც არ გამოსწორდება, პირიქით, გარშემომყოფებსაც უფრო დასტრესავთ, ეცადეთ იპოვოთ დადებითი რაღაცები და კარგზე კონცენტრირდეთ.