გასაოცარი ფაქტები "მაკულატურის" შესახებ

1994 წლის 14 ოქტომბერს ამერიკის თეატრებში “მაკულატურის” პრემიერა შედგა, რამაც ფართო სპექტრისთვის გახადა ცნობილი, დამწყები რეჟისორი, კვენტინ ტარანტინო. იმის გარდა, რომ ამერიკელებს ფილმმა ასწავლა თუ რას ეძახიან ოცდახუცენტიან ჰამბურგერს ევროპაში, ფილმმა ჯონ ტრავოლტას კარიერის აღორძინებას დაუდო სათავე და მაყურებელს სხვა მხრიდან დაანახა ბრიუს უილისი. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს “მაკულატურის” შესახებ, რომლებიც ალბათ აქამდე არ იცოდით.

  • შეგიძლიათ ფილმი ქრონოლოგიური წესრიგითაც ნახოთ

ფილმის თხრობითი სტრუქტურა საშუალებას გვაძლევს ის რამდენიმე ნაწილად დავყოთ (პროლოგი, ეპილოგი, ორი პრელუდია და სამი გრძელი სეგმენტი). მინიშნებისთვის, პირველი პრელუდია “ოქროს საათის ეპიზოდი ჩაირთვება და შემდეგ ქრონოლოგიურად მიყვებით.

  • სიტყვა Fuck, ფილმში 265-ჯერაა ნახსენები

მართალია ეს ტარანტინოს რეკორდი არაა (ცოფიან ძაღლებში 269-ჯერ იყო ნახსენები), თუმცა 1994 წელს გამოსულ ფილმებიდან ვერცერთი ვერ მივიდა ახლოს ამ შედეგთან.

  • ფილმის გადაღება მხოლოდ 8.5 მილიონი დოლარი დაჯდა

აქედან 5 მილიონი დოლარი მსახიობების ხელფასებს დასჭირდა. მხოლოდ, გაქირავებაში ჩაშვების პირველ კვირაში აშშ-ს ტერიტორიაზე ფილმმა 9.3 მილიონი დოლარი მოგება ნახა.

  • ვინსენტ ვეგას პერსონაჟი მაიკლ მედსენისთვის დაიწერა

ტარანტინომ რამდენიმე როლი სპეციალურად შერჩეული მსახიობებისთვის შექმნა (სემუელ ლ. ჯექსონის, ჰარვი კეიტელის, ტიმ როტის და ამანდა პლამერის). სცენარის დასრულებიდან ორი კვირის თავზე, მაკლ მედსენი ტარანტინოს დაეთხოვა და Wyatt Earp-ში მიიღო მონაწილეობა.

  • …რომელიც მისტერ ქერას ტყუპი უნდა ყოფილიყო

ტარანტინოს საკუთარი ფილმების პერსონაჟების დაკავშირების ტრადიცია გააჩნია. ორი წლით ადრე გადაღებულ ფილმში “ცოფიანი ძაღლები” მისტერ ქერას როლი მაიკლ მედსენმა შეასრულა. ტარანტინოს მედსენი სურდა ვინსენტ ვეგას როლზეც, რადგან მის სცენარში ვინსენტ ვეგა მისტერ ქერას ტყუპი უნდა ყოფილიყო.

  • ბუჩი ბევრად ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო

ბუჩის როლი ტარანტინომ მეთ დილონისთვის შექმნა, როგორც ახალგაზრდა მოკრივის, რომელიც იმ დროს გაცილებით ახალგაზრდა იყო. იმის გამო, რომ მეთ დილონი დიდხანს ფიქრობდა აეღო თუ არა შეთავაზებული როლი, ტარანტინომ მის როლზე ბრიუს უილისი დაამტკიცა.

  • უმა თურმანის სიყვარულის მიუხედავად, ტარანტინოსთვის ის პირველი პიკი არ ყოფილა

მიას რომზე განიხილებოდნენ: იზაბელა როზელინი, ჯულია ლუის-დრეიფუსი, მეგ რაიანი, ალფრე ვუდარდი, ჰოლი ბერი, დერილ ჰანა, როზანა არკეტი, ჯოან კიუსაკი, მიშელ პფეიფერი. ტარანტინოს თავდაპირველი ფავორიტი სწორედ მიშელ პფეიფერი იყო.

  • ჯულსის როლი სემუელ ლ. ჯექსონისთვის შეიქმნა, თუმცა მან თითქმის დაკარგა ის

ტარანტინოს ჯულსის როლისთვის სემუელ ჯექსონი ჰყავდა გონებაში, თუმცა არჩევისას იმდენად აღფრთოვანდა პოლ კალდერონის შესრულებით, რომ თითქმის დაამტკიცა როლზე. იმედგაცრუებულ ჯექსონს ლოს ანჯელესში დაბრუნება და კასტინგის თავიდან გავლა მოუწია.

  • ფილმის ეპიზოდები რობერტ როდრიგესმა გადაიღო

მაშინ როცა ტარანტინოს ეპიზოდები იყო გადასაღები კამერის უკან ვიღაც უნდა მდგარიყო, და ეს ვიღაც რობერტ როდრიგესი იყო. რომელმაც, შემდგომშიც ითანამშრომლა ტარანტინოსთან რამდენიმე პროექტში, როგორებიცაა “გრინდჰაუსი” და “დაისიდან აისამდე”.

  • ადრენალინის გაკეთების სცენა გადახვეულია

გონებადაკარგული მიასთვის ნემსის გაკეთების ეპიზოდი საკმაოდ რთული გადასაღები აღმოჩნდა. თურმანს ჯერ ნემსი გაუკეთეს და ამოღების პროცესი გადაიღეს, შემდეგ კი ის უკუღმა გადაახვიეს ეფექტის შესაქმნელად. კარგად თუ დააკვირდებით, ეს საკმაოდ მარტივი შესამჩნევია.
ორიგინალი სტატიის ავტორი: menlalfloss.com

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments