დაბალი თვითშეფასებისგან გამოწვეული 5 პრობლემა

დაბალი თვითშეფასება დიდი პრობლემაა და რაც უფრო გავაცნობიერებთ ამას, მით უკეთესი ჩვენთვის. თუ გსურს იცხოვრო შენი ცხოვრების საუკეთესო ვარიანტი, აუცილებელია იმუშაო თვითშეფასებაზე და საკმარისად ირწმუნო შენი თავის.

სტატიაში ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომლებსაც დაბალი თვითშეფასება იწვევს, რომელების ურთიერთკავშირის დანახვა თვითშეფასებასთან უმრავლესობას უჭირს. ეს ის რამეებია, რომლებიც მხედველობაში უნდა გვქონდეს, თუ გვსურს გავიზარდოთ. და თუ გვსურს გავიზარდოთ, უნდა შეგვეძლოს სერიოზული ნაბიჯების გადადგმა.

დაბალი თვითშეფასებისგან გამოწვეული 5 პრობლემა

#1 ადამიანები, რომლებსაც აკლიათ თავდაჯერება, საკუთარ თავში კეტავენ ემოციებს

როცა გვაკლია თავდაჯერებულობა, ემოციებს საკუთარ თავში ვამწყვდევთ. არ ვამბობთ იმ რაღაცებს, რაც უნდა ვთქვათ. ჩვენ საშუალებას ვაძლევთ დროს, თავისი გზით იაროს და ვაიგნორებთ იმ პრობლემებს, რომლებიც აუცილებლად მოსაგვარებელია.

#2 დაბალი თვითშეფასება გვაიძულებს მაღალი დამცავი კედელი ავაგოთ და ხელი ვკრათ სხვებს

როცა პრობლემები გვაქვს თვითშეფასებასთან, იმაზე მაღალ კედლებს ვაგებთ, ვიდრე საჭიროა. და ადამიანებს შემოსვლის საშუალებას არ ვაძლევთ, ჩვენ არ ვიცით როდის გავიხსნათ. რაც პრობლემებს ქმნის ადამიანურ ურთიერთობებში.

#3 დაბალი თვითშეფასება ხელს გვიშლის სხვებისგან დახმარების მიღებაში, რადგან გვგონია რომ მას არ ვიმსახურებთ

თავდაჯერების ნაკლებობამ ბევრი, რამ შეიძლება გაუკეთოს ადამიანს. მისი ნაკლებობა ჩვენ უძლურს გვხდის, მივიღოთ სხვებისგან ის დახმარება, რომელიც ნამდვილად გვჭირდება. რადგანაც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ ვიმსახურებთ რაიმეს, არ გვსურს სხვა ადამიანები შევაწუხოთ და როცა ამას აკეთებენ, ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ მათი დახმარება.

#4 დაბალი თვითშეფასების დროს საკუთარი თავის სიძულვილთან გვიწევს ბრძოლა

ნორმალური თვითშეფასება აუცილებელი რამეა, და როცა ის გვაკლია, ჩვენ ნეგატიური აზრებით ვართ მოცული. შესაბამისად, სათანადოდ არ ვზრუნავთ საკუთარ თავებზე და ეს დიდი პრობლემა შეიძლება იყოს.

#5 დაბალი თვითშეფასების შედეგად, ადამიანები მძიმედ განსჯიან საკუთარ თავს

თვითშეფასების ნაკლებობა, უმეტეს შემთხვევაში ქმნის პიროვნებას, რომელსაც ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს. როცა, რაღაც გეშლება თავს ისე გრძნობ, თითქოს ყველაზე უარესი რამ გაგეკეთებინოს სამყაროში და გიჭირს ამის პატიება.

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments