დილით, მას შემდეგ, რაც თავი მოვიკალი

დილით, მას შემდეგ, რაც თავი მოვიკალი, გამეღვიძა.

საკუთარ თავს საუზმე საწოლში მივართვი. ჩემ მომზადებულ კვერცხს მარილი და წიწაკა მოვაყარე და ყველის და ბეკონის სენდვიჩის ტოსტი მოვამზადე. წვენის ჭიქაში გრეიფრუტი ჩავწურე. ქვაბი ნამწვავებისგან გავფხიკე და დახლიდან ცხიმები მოვწმინდე. თეფშები დავრეცხე და ტილოები დავკეცე.

დილით, მას შემდეგ, რაც თავი მოვიკალი, მე შემიყვარდა. არა ვიღაც ბიჭი ქუჩიდან, ან საშუალო სკოლის დირექტორი. არა ვიღაც, ვინც ყოველდღე დარბის ან მაღაზიის გამყიდველი, რომელიც ავოკადოებს ყოველთვის ჩანთის მიღმა ტოვებს. მე შემიყვარდა დედაჩემი და ის, თუ როგორ იჯდა ჩემი ოთახის იატაკზე, და ხელში ჩემი კოლექციის ქვები სათითაოდ ეჭირა, სანამ ოფლი გაამუქებდა მათ. მე შემიყვარდა მამაჩემი, მდინარის ნაპირზე მყოფი, რომელმაც ჩემი წერილი ბოთლში ჩადო და დინებას გაატანა. ჩემი ძმა, რომელსაც ერთ დროს უნიქორნების არსებობის სჯეროდა, ახლა კი სკოლის მერხთან იჯდა და სასოწარკვეთილი ცდილობდა დაჯერებას, რომ მე ისევ ვარსებობდი.

დილით, მას შემდეგ, რაც თავი მოვიკალი, ძაღლი გავასეირნე. მე ვუყურებდი, თუ როგორ იგრიხებოდა მისი კუდი, როცა ჩიტი გადაგვიფრენდა და როგორ ჩქარდებოდა მისი ნაბიჯები კატის დანახვისას. მე დავინახე სიცარიელე მის თვალებში, მაშინ როცა ჯოხი მიაგნო და ჩემთან სათამაშოდ მოჰქონდა და ადგილას, სადაც უნდა ვმდგარიყავი, ვერაფერი დაინახა, გარდა ცისა. მე ვხედავდი, თუ როგორ შეეხო უცნობი მის დრუნჩს და როგორ გაიტრუნა, ისევე როგორც ჩემი შეხებისას გააკეთებდა.

დილით, მას შემდეგ, რაც თავი მოვიკალი, მეზობლის ეზოში დავბრუნდი, სადაც ნაფეხურები დავტოვე, ბეტონზე ორი წლის ასაკში, და დავათვალიერე თუ როგორ ქრებოდნენ ისინი ნელ-ნელა. ავიღე რამდენიმე შროშანი, მივწი-მოვწიე რამდენიმე სამგლოვიარო სამოსი და მოხუცი ქალი დავინახე ფანჯარაში, თუ როგორ კითხულობდა ჩემი სიკვდილის ამბავს გაზეთში. დავინახე, როგორ გადააფურთხა მისმა ქმარმა თამბაქო სამზარეულოს ნიჟარაში და ცოლს ყოველდღიური წამალი მიუტანა.

დილით, მას შემდეგ, რაც თავი მოვიკალი, მზის ამოსვლას ვუყურე. ყოველი ფორთოხლის ხე ხელივით გაიშალა და ქუჩაში მოსეირნე ბავშვა დედამისს ერთ წითელ ღრუბელზე მიანიშნა.

დილით, მას შემდეგ, რაც თავი მოვიკალი, მორგში საკუთარ სხეულთან დავბრუნდი და ვეცადე მისთვის რაიმე მეგრძნობინებინა. მას ავოკადოების და საფეხუროვანი ქვების შესახებ მოვუყევი, მდინარის და მისი მშობლების შესახებ. მას მზის ამოსვლის შესახებ ვუთხარი, ძაღლის და სანაპიროების.

დილით, მას შემდეგ, რაც თავი მოვიკალი, მე ვცადე გამეცოცხლებინა ის, თუმცა, ვერ შევძელი.

მეგი როიერი

თარგმანი: Eon.ge

Subscribe
Notify of
guest
14 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments