ვინ იყო კაცი რკინის ნიღბით? ანონიმური მე-17 საუკუნის ფრანგი პატიმარი

მისი სიკვდილის შემდეგაც კი, საფრანგეთის მთავრობამ დიდი სიფრთხილე გამოიჩინა მისი იდენტობის ფარულად დასარჩენად. მისი ტანსაცმელები სწრაფად დაწვეს, ხოლო საკნის კედლები გადაფხიკეს და გადარეცხეს.

საკანში მყოფი კაცი რკინის ნიღბით, ილუსტრაცია

ლუი XIV-ის მეფობის ხანაში, იდუმალი კაცი დატყვევებული ჰყავდათ სახელგანთქმულ ბასტილიის ციხეში და სხვა ფრანგულ საპატიმროებშიც: კაცი რკინის ნიღაბში. ის მე-17 საუკუნის დასასრულიდან, მე-18 საუკუნის დასაწყისამდე ტყვეობაში იყო, ამოუცნობი პატიმარი დღემდე ფოკუსირებს საფრანგეთის პოლიტიკური ინტრიგების ისტორიებში, საშინელ ღალატში და ისტორიულ გამოცანებში.

მისი რკინის ნიღაბი და ღარიბული საკანი, თავად პიროვნებაზე არანაკლებ ცუდი რეპუტაციისაა. თუმცა, ანონიმურმა სახემ, სიკვდილის შემდეგ დაბადა კითხვები მისი პიროვნების შესახებ. იყო ის დიდგვაროვანი, პრინცი, პოლიტიკური მოწინააღმდეგე, თუ უბრალოდ ლაქია, რომელიც ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩდნა?

ვინ იყო კაცი რკინის ნიღაბში და რატომ იყო პატიმრობაში?

იმის მიუხედავად, რომ მისი ნამდვილი იდენტობა არ ვიცით, შეგვიძლია ჩვენს ხელთ არსებული ცოდნის მიხედვით გამოვთქვათ რამდენიმე ვარაუდი.

ბასტილიის ციხეში მოხვედრამდე, მან რაღაც პერიოდი გაატარა მცირე საპატიმროში, რომელიც კანის სანაპიროზე მდებარეობდა და სენტ-მარგარიტად იწოდებოდა. საპატიმრო 1617 წელს ააგეს, თუმცა სახელმწიფო ციხედ 1685 წელს იქცა. მისი ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო პატიმარი იყო კაცი რკინის ნიღაბში, რომელიც ამ ციხეში 1680-იან წლებში უნდა მჯდარიყო.

სენტ-მარგარეტის ციხე, რომელშიც პატიმრობაში ჰყავდათ კაცი, რკინის ნიღაბში, სხვა ციხეებში გადაყვანამდე

მაშინდელი მუშკეტერის ბენინ დე სენტ-მარსის ზედამხედველობის ქვეშ, კაცი რკინის ნიღაბში, გარკვეული პერიოდით დატყვევებული ჰყავდათ პინიეროლის და ექსილეს ციხესიმაგრეებშიც.

1698 წლის ბასტილიის ციხის ოფიციალური ჩანაწერით, ბენინ დე სენტ-მარსმა ციხეში მიიყვანა იდუმალი პატიმარი, “რომლის სახე რკინის ნიღბით იყო დაფარული და რომლის სახელიც არასდროს წარმოთქმულა.”

საინტერესოა, რომ “რკინის” დეტალი შესაძლოა შემდეგ ჩაემატა მის ისტორიას, რადგანაც ზოგიერთი მტკიცებულების მიხედვით, მისი ნიღაბი ხავერდისგან იყო დამზადებული.

თუმცა რაც არ უნდა ყოფილიყო მისი ნიღბის მასალა, სენტ-მარსმა უარი თქვა ახლადმოყვანილის პატიმრობის მიზეზის გამხელაზე.

ბენინ დე სენტ-მარსი, საფრანგეთის საპატიმროების მმართველი

ასე იყო თუ ისე, სენტ მარსმა მიზანს მიაღწია. პატიმრის პატიმრობის მიზეზი დღემდე არ გამოაშკარავებულა. თუმცა, ამ ფაქტს არ შეუჩერებია ხალხი ვარაუდების გამოთქმისგან.

ბასტილიაში პატიმრობის დღეები

სანამ ბასტილია იერარქიული დაჩაგრულობისგან თავისუფლების სიმბოლოდ იქცეოდა – ის სამეფო ძალაუფლების სიმბოლო იყო.

კაცმა რკინის ნიღაბში სიცოცხლის ბოლო წლები პარიზულ ციხე-სიმაგრეში გაატარა, სენტ-მერსის ზედამხედველობის ქვეშ. თუმცა, ციხის ზედამხედველი არ იყო პატიმრების კარგი დამცველი. დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ სენტ-მერსი პატიმრების საკნებისთვის გამოყოფილ ფულს საკუთარ საფულეში იდებდა.

როგორც ამბობენ, ბასტილიის საკანში მხოლოდ ჭილოფი იყო დასაძინებლად.

ისტორიის თვალები ყოველთვის იდუმალი ადამიანებისკენ იყო მიმართული

1703 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ ყველანარი მტკიცებულება და ჩანაწერი განადგურდა, რასაც მის პიროვნებაზე შეეძლო რაიმის თქმა. ფრანგულმა ბიუროკრატიულმა სისტემამ კარგად იმუშავა, რატა დარწმუნებული ყოფილიყო, პატიმრის ისტორიის მიჩქმალვაში.

თეორიები, კაც რკინის ნიღაბშის შესახებ

ვინ იყო ამოუცნობი პიროვნება? თეორიები საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა, როგორც დამაჯერებლები, ასევე არაბუნებრივები.

ისტორიკოსებს ძირითადად ორი ეჭვმიტანილი ჰყავთ: ერკოლ მატიოლე და იუსტაჩ დოგერი. პირველი იტალიელი გრაფი იყო, რომელმაც ლუი მე-14 პოლიტიკურ საკითხში უღალატა 1670-იან წლებში.

მისი გვარი მსგავსია ზედმეტსახელისა, რომლითაც უცნობ პატიმარს მოიხსენიებდნენ ხოლმე “მარჩიოლი”. ამასთანავე, ლუი XIV-ის შთამომავლები, ლუი XV და ლუი XVI, ორივე ამტკიცებდა, რომ ცნობილი პატიმარი იტალიელი დიდგვაროვანი იყო.

თუმცა, მატიოლა გარდაიცვალა 1694 წელს, რაც წლებით ცდება იდუმალი პატიმრის გარდაცვალების თარიღს. რის გამოც, ექსპერტები უფრო მეორე ვარიანტისკენ იხრებიან.

გავრცელებული ინფორმაციით დოგერი ლაქია იყო, რომელიც გაუგებარი მიზეზებით დაპატიმრეს 1669 წელს. ზოგიერთის აზრით ლაქია როგორღაც ჩართული იყო პოლიტიკურ სკანდალში, ზოგი კი ფიქრობს, რომ სულაც არ იყო მსახური. მის სახეს ასევე გვიხატავენ, როგორც თავაშვებულ დიდგვაროვანს ან შეუმდგარ ასასინს.

მისი საქმიანობისდა მიუხედავად, დოგერმა რამდენიმე საპატიმროში გაატარა წლები. და ერთ-ერთი საპატიმროდან გადაყვანის დროს ის დახურული სკამით მგზავრობდა და გამვლელები ვერ ხედავდნენ მის სახეს. და როცა პირველად დააპატიმრეს, ზედამხედველები გააფრთხილეს “დასაჯეთ სიკვდილით, თუ ერთ სიტყვას მაინც იტყვის, გარდა თავისი საჭიროებებისა.”

დიდი მოაზროვნე ვოლტერი განსვავებულ თეორიას გვთავაზობს – პატიმარი შესაძლოა ლუი XIV-ის ძმა ყოფილიყო. ვოლტერი ასევე ამბობს, რომ მისი ნიღაბი იყო რკინის და აღწერს: “ნიღბის ნიკაპი ფოლადისგან იყო დამზადებული, რაც საშუალებას ქმნიდა, მოხსნის გარეშე ეჭამა პატიმარს.”

ამავდროულად, ჰოლანდიელები, რომლებსაც ფრანგებთან 9 წლიანი ომი ჰქონდათ, ხალხში განხეთქილების ჩამოგდებას ჭორის გავრცელებით ცდილობდნენ. ჭორის მიხედვით იდუმალი პატიმარი ლუი XIV-ის ნამდვილი მამა იყო. ჭორი სათავეს იღებდა ფაქტიდან, რომ ლუი XIV მშობლების ქორწინების გვიან ეტაპზე დაიბადა.

ზოგიერთისთვის ეს ჭორი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ეფიქრა, მეფის დედამ საყვარელი გაიჩინა, რათა სამეფო ტახტს მემკვიდრე ჰყოლოდაო.

თეორიას ეფექტს უორმაგებდა ლუი XIV-ის რეპუტაციაშელახული დედა, რომელიც შვილს უკანონო შვილს უწოდებდა და არალეგიტიმურ მმართველად მოიხსენიებდა.

კიდევ ერთი თეორიის მიხედვით, იდუმალი პატიმარი ლუი XIV-ის უკანონო შვილი ლუი დე ბურბონი იყო.

მაშინ როცა, ეს თეორიები გვეუბნებიან, თუ რატომ არ სურდა მეფეს იდუმალი პატიმრის ვინაობის გამჟღავნება, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც რომელიმეს რეალურობაში დაგვარწმუნებს.

სამუდამო საიდუმლოება

300 წლის გასვლის შემდეგაც, იდუმალი პატიმრის ვინაობა გაურკვეველია. ფაქტი შთაგონების წყაროდ იქცა მწერლებისთვის, მსახიობებისთვის და სხვა ხელოვანებისთვის, რათა საკუთარი თეორიის ილუსტირება მოეხდინათ.

მე-19 საუკუნის ფრანგმა ნოველისტმა ალექსანდრე დიუმამ საიდუმლოება თავის ნოველებში ჩართო. დიუმას თეორიით იდუმალი პატიმარი ლუი XIV-ის ტყუპი ძმა ფილიპე იყო, დაპატიმრებული სამეფო ტახტისთვის შემცილებლის თავიდან მოსაშორებლად.

იმის მიუხედავად, რომ დიუმას ამბავი მხოლოდ ერთ თეორიას ეფუძნებოდა, სხვა ნაწარმოებების შთამაგონებლადაც მოგვევლინა – კაცი რკინის ნიღაბში, 1998 წლის ფილმია, ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით.

ფილმის ვერსიით ლუი XIV ნაძირალაა, რომელიც მხოლოდ ფულით და ქალებთან ნებივრობითაა გართული, მაშინ როცა მისი ქვეყანა იტანჯება. და ფილმის მიხედვით, სამეფო კარია სრულად პასუხისმგებელი რკინის ნიღბიანი კაცის პატიმრობაზე.

საბოლოო ჯამში, იდუმალება იდუმალებად რჩება, რომელიც იწვევს მრავალთა ინტერესს და ხელოვნებაში ასახვას.

სტატია მომზადებულია https://allthatsinteresting.com/ -ის მიხედვით

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments