თუ ჩვენი სიზმრები პარალელური სამყაროს გაელვებაა

ყველანი მოხიბლულები ვართ სიზმრების კონცეფციით და ვცდილობთ ჩავწვდეთ თუ რას გვიჩვენებენ ისინი. ამასთან დაკავშირებით უამრავი თეორია არსებობს, როგორიცაა მომავლის წინასწარმეტყველება, ქვეცნობიერი ფიქრები და სურვილები. მეცნიერები დღესდღეისობითაც დიდ ინტერესს იჩენენ ამ ფენომენის ირგვლივ.
გქონიათ ისეთი სიმზმარი რომელიც ძალიან ჰგავდა რეალობას და გრძნობდით, რომ იმ მომენტში ფიზიკურადაც იქ იყავით? თქვენი კანი ქარის ქროლვას გრძნობს, ფეხებს შეუძლია დანამული ბალახის შეგრძნება და იმ საჭმლის გემოს გრძნობთ, რომელიც გასინჯეთ. ასეთი სიზმრები ბევრად მეტი უნდა იყოს, ვიდრე ჩვენი წარმოსახვა. მეცნიერების ახალი თეორია შესაძლოა ამ ფენომენს გარკვეულწილად ხსნიდეს.
ყველაფერი მულტისამყაროს მოდელით დაიწყო, რომელიც გვეუბნება რომ ჩვენი სამყაროს გარდა სხვებიც არსებობენ ზუსტად აქ და ზუსტად ამ დროს. თუ ჩავთვლით, რომ ყველა ეს სამყარო განსხვავებულ რეალობებს ასახავს, ლოგიკურია იარსებებს ამ კონკრეტული რეალობისგან ცოტათი განსხვავებული რეალობა, რომელიც რაღაც მომენტში მიღებულმა განსხვავებულმა გადაწყვეტილებამ შექმნა. ეს კონცეცია დიდი ხანია დაინტერესებას იწვევს, 2010 წელს ჩატარებული გამოკვლევა შესაძლოა პარალელური სამყაროების არსებობას ამტკიცებდეს.
განვიხილოთ ბოლო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ცხოვრებაში მიიღე. შესაძლოა გადახვედი ახალ ქალაქში ოცნების სამსახურში სამუშაოდ. პარალელურ სამყაროში, იარსებებს სხვა “შენ”, რომელმაც უარი თქვა ოცნების სამსახურზე და საცხოვრებლად დარჩა იმავე ქალაქში. შენი ცხოვრების ქრონიკაში მომხდარი ეს ერთი ცვლილება ჭავლურ ეფექტს იწვევს და მნიშვნელოვნად ცვლის შენი ცხოვრების ყველა არეას.
თუ შენი ცხოვრება დაგსიზმრებია, რომელიც ცოტათი განსხვავებული იყო. შესაძლოა ცხოვრობდი სხვა ქალაქში, მუშაობდი სხვა სამსახურში ან თუნდაც გყავდა სხვა პარტნიორი. ამ შემთხვევაში სავარაუდოა რომ ხედავდი შენი ცხოვრების ალტერნატიულ გაგრძელებას პარალელურ სამყაროში. სიზმარი ზედმეტად რეალური ჩანს, თითქოს იქ იმყოფებით, რადგან ეს, ფაქტობრივად, მართლაც რეალურია – უბრალოდ, ალტერნატიულ სამყაროში. ეს ის ცხოვრებაა, რომლის ალტერნატივაც თქვენ შექმენით.
ეს გაელვებები შეიძლება აღქმული იყოს, როგორც მომავლის რეალობა ან წარსულის მოვლენა, რადგან ძალიან ჰგავს თქვენს არსებულ რეალობას. ამიტომ რჩება შთაბეჭდილება რომ ეს თქვენი სამყაროა, უბრალოდ არა ახლანდელი, არამედ მომავლის ან წარსულის მომენტი. ან, შეიძლება რომ თქვენი სიზმარი იმდენად განსხვავდებოდეს არსებული რეალობისგან, რომ ვერ დააკავშიროთ თქვენი ცხოვრების ქრონიკასთან და უბრალოდ წარმოსახვა გეგონოთ. თუმცა, ამავდროულად, სიზმარში მაინც კომფორტულად იგრძნობთ თავს და რაღაც ნაცნობის განცდა გექნებათ.
რაც არ უნდა იყოს სიმართლე, ეს თემა მაინც დამაინტრიგებელია და მეცნიერების დიდ ყურადღებას სამართლიანად იმსახურებს. თუ ჩვენი სიზმრები პარალელური სამყაროების გაელვებაა, დაგვეხმარება თუ არა ისინი მათ აღმოჩენაში? იქნებ ჩვენი სამყაროს საზღვრებსაც გავცდეთ. გამოსაკვლევი ჯერ კიდევ უამრავია, თუმცა მომავლის აღმოჩენების მიმართ იმედიანად ყოფნის საბაბი ნამდვილად გვაქვს.

Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments