თუ წარსული, აწმყო და მომავალი ერთდროულად არსებობს

ბევრი თეორიები არსებობს ჩვენ სამყაროსთან დაკავშირებით, გთავაზობთ ერთერთ საკამათო და უჩვეულო თეორიას.
ამ სტატიაში ბლოკური სამყაროს თეორიის შესახებ ვისაუბრებთ, რომლის მიხედვითად დრო არ გადის. შესაძლოა ჩვენ უბრალოდ აღვიქვამთ დროის მსვლელობას.
თეორიის მიხედვით, ჩვენი სამყარო ბლოკია იმ მოვლენების რაც წარსულში მოხდა, რაც ახლა ხდება და რაც მომავალში მოხდება. ყველაფერი ერთდროულად ხდება და ნებისმიერი მომენტი ერთმანეთის თანასწორია. ბლოკი 4 განზომილებისაგან შედგება. სამი განზომილება სივრცულია, მეოთხე კი დროებითი.
ABC.Net.Au-ის მიხედვით, ბლოკურ სამყაროში დრო არ იძვრის. ჩვენ უბრალოდ ასე აღვიქვამთ მას. თეორიის მიხევდით შეიძლება დროში მოგზაურობის ფენომენი დასაშვები იყოს, მიზეზთა გამო.

თუ დრო მეოთხე განზომილებაა, ისეთივე როგორც დანარჩენი 3 სივრცითი განზომილება. ნიშნავს თუ არა, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია?
მოკლე პასუხია, დიახ.
რათქმაუნდა, ყველაფერი უფრო რთული გასაგებია. მოგზაურობა დროში ბევრად რთული პროცესია, ვიდრე მოგზაურობა კოსმოსში. მას ტექნოლოგიურად ბევრად დიდი რესურსი დასჭირდება. ასე რომ, პრაქტიკული განხორციელება შორი პერსპექტივაა.
მაგრამ, ის უდაოდ შესაძლებელია.
ჩვენ უკვე ვიცით, რომ სწრაფად გადაადგილება დროის გაფართოებას იწვევს. ასე რომ, თუ ჩვენ საკმარისად სწრაფად გადავადგილდებით, ჩვენ ვიმოგზაურებთ დროში. 
ჩვენ შეგვიძლია მომავალში გადასვლა, თუ სინათლის სიჩქარის გარკვეული პროცენტულობით ვიმოძრავებთ. ასევე ვიცით, როგორ გადავინაცვლოთ წარსულში ჭიის ხვრელების დახმარებით, რომლებიც კოსმიური დროის იარლიყებია.
ასე რომ, თუ დროში მოგზაურობა დასაშვებია. შესაძლებელია თუ არა წარსულის შეცვლა?
არა. ეს შეუსაბამობებს გამოიწვევს. შეუსაბამობები კი არ არსებობს.
გახსოვდეთ ბლოკური სამყაროს მოდელში წარსული არ განსხვავდება აწმყოსა და მომავლისაგან. 
ყველაფერი ფარდობითია. რაც თქვენთვის წარსულია, ვიღაცისთვის მომავალი იქნება.
ასე რომ, თუ ჩვენ წარსულში ვიმოგზაურებთ, აღმოვჩნდებით ვიღაცის მომავალში. შესაბამისად წარსული ვერ იქნება განსხვავებული, რადგან ის თავის მხრივ აწმყოცაა.
რა მოხდება თუ დროში ვიმოგზაურებთ, დროის მანქანიდან გადმოვალთ, სეირნობას დავიწყებთ და ჰაერს შევისუნთქავთ?
რა საკვირველია, ამას ეფექტი ექნება იმ დროზე, რომელშიც მოვხვდებით. 
როცა წარსულში გარკვეულად ვიმოქმედებთ, ეს ნიშნავს რომ ვმოქმედებთ აწმყოშიც. მაგრამ, ეს არ ცვლის წარსულს. ისევე როგორც, მომავალს არ შეცვლის ფაქტი, რომ ხვალ განზრახული ტოსტის ნაცვლად ბურბუშელა ვჭამოთ, რადგან ამით მომავალს ისეთს გავხდით, როგორიც რეალურად არის, ასევე წარსულს არ შეცვლის ჩვენი მოქმედებები მასში, ის უბრალოდ ისეთს გახდის აწმყოს, როგორიც რეალურად იყო და ყოველთვის იქნება. 
შესაძლოა თეორია ცოტათი გაუგებარია, თუმცა საინტერესოა და დაფიქრებდ ღირს.

სტატია მომზადებულია awarenessact.com-ის მიხედვით
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments