მარკ ტვენის საუკეთესო გამონათქვამები
ავტორი
გივი ენდელაძე
·
გამოქვეყნდა:
· განახლდა:
- სიმართლეს თუ იტყვი, არაფრის დამახსოვრება დაგჭირდება.
- როცა შენს თავს უმრავლესობის მხარეს აღმოაჩენ, ესეიგი ცვლილების დროა.
- ადამიანი რომელიც არ კითხულობს, არაფრითაა უპირატესი ადამიანზე, რომელიც ვერ კითხულობს.
- ‘კლასიკა’ – წიგნი, რომელსაც ადამიანები ადიდებენ, თუმცა არ კითხულობენ.
- სიკვდილის შიში სიცოცხლის შიშისგან გამომდინარეობს. ადამიანი, რომელიც სავსე ცხოვრებით ცხოვრობს, ყოველთვის მზადაა სიკვდილისთვის.
- ტყუილს შეუძლია ნახევარი მსოფლიო მოიაროს, სანამ სიმართლე თავის ფეხსაცმელს მოირგებს.
- არასდროს უთხრა სიმართლე იმათ, ვინც არ იმსახურებს.
- ღმერთმა ომი იმისთვის შექმნა, რომ ამერიკელებს გეოგრაფია ესწავლათ.
- და ვინ ლოცულობს სატანისთვის? ვის აღმოაჩნდა საკმარისი ადამიანობა, რომ იმ ცოდვილისთვის ელოცა, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ეს?
- წიგნები იმათთვისაა, ვისაც სურს სადღაც სხვაგან იყვნენ.
- ჯანსაღი გონება და ბედნიერება შეუძლებელი კომბინაციაა.
- ტანსაცმელი ქმნის კაცს. შიშველ ადამიანებს ნაკლები გავლენა აქვთ საზოგადოებაზე.
- შენ თვალებს ვერ ენდობი, როცა შენი წარმოსახვა ფოკუსს ცდება.
- თუ გაზეთებს არ კითხულობ არაინფორმირებული ხარ, და თუ კითხულობ დეზინფორმირებული.
- ყველა მთვარეა, ბნელი მხარე გააჩნია, რომელსაც არასდროს არავისთან აჩვენებს.
- პრობლემა მეგობრისთვის სიკვდილი არაა, პრობლემაა ისეთი მეგობრის პოვნა, რომლისთვისაც ღირს სიკვდილი.
- საუკეთესო გამომგონებლის სახელი. შემთხვევა.
- ყველაზე ცუდი მარტოობა მაშინაა, როცა საკუთარ თავთან არ ხარ კომფორტულად.
- ერთადერთი რაც ამ ცხოვრებაში გჭირდება ესაა უმეცრება და თავდაჯერებულობა. და წარმატება გარანტირებულია.
- ისტორია თავის თავს არ იმეორებს, თუმცა გააჩნია რითმი.
- სუფთა სინდისი ცუდი მეხსიერების უტყუარი ნიშანია.
- იმ ყველაფრიდან რაც ოდესმე დამიკარგავს, ყველაზე მეტად ჩემი გონება მენატრება.
- ნებისმიერი გულწრფელი ემოცია უნებურია.
- ადამიანების რასას ერთი რალურად ეფექტური იარაღი გააჩნია და ეს არის სიცილი.
- ძაღლი ჯენლტმენია. მის სამოთხეში მინდა წასვლა და არა ადამიანების.
- ხმის მიცემა რომ რაიმეს ცვლიდეს, ჩვენ ამის უფლებას არ მოგვცემდნენ.
- შეგვიძლია რეალობა საკმარისი წარმოსახვით დავამარცხოთ.
- უკეთესია, ვიმსახურებდეთ პატივს და არ გვქონდეს ის, ვიდრე გვქონდეს და არ ვიმსახურებდეთ.
- ჩემი წიგნები წყალია. გენიოსების წიგნები ღვინო. წყალს ყველა სვამს.
- სწორი სიტყვა შეიძლება ეფექტური იყოს, თუმცა არცერთი სიტყვა არაა ისეთი ეფექტური, როგორც სწორ დროს აღებული პაუზა.
საკვანძო სიტყვები: გამონათქვამებიიუმორიმარკ ტვენისიმართლე