მონოლოგი ღმერთთან

-როგორ მომენატრე…
-მეც დავბრუნდი, ამ ქვეყნად ყველაფერი მთავრდება თურმე და აი მეც დავბრუნდი.
-რატომ დამტოვე? ნუთუ ასეთი ცუდი ვიყავი? კეთილი ადამიანები ასე არ იქცევიან ხოლმე…
-მაპატიე… ასე იყო საჭირო, უმიზეზოდ არაფერი ხდება და მეც არ წავსულვარ უმიზეზოდ. ახლა შენთან ვარ და შენზეა დამოკიდებული რამდენ ხანს დავრჩები…
-აღარ გაგიშვებ… უკვე ვეღარ ვუძლებ მარტო, მაპატიე გთხოვ, შენ გარეშე მთლად სუსტი ვარ…
ვარსკვლავებით მორთული ცის ქვეშ ვიჯექით, ხანგრძლივი წვიმების მერე ცა მოწმენდილიყო. ცივი სიო ქროდა მაგრამ სასიამოვნოც კი იყო…
-მთვარე სად წავიდა? წვიმებამდეც აქ ვიჯექი ხოლმე და სულ ვხედავდი… აი წინ გაიხედე, იმ მთის თავზე, მაშინ მთვარე მაძლევდა იმედს, არ ვიცოდი რის იმედს, მაგრამ უკვე ვხვდები რომ შენი დაბრუნდების…
-ალბათ უბრალოდ გემალება, ცოტა ხანი დავსვენებეა ყველაფერს სჭირდება… განახლება ამ ცხოვრების მამოძრავებელია… განახლების გარეშე კი ყველაფერი ძველდება და ვერც კი ამჩნევ როცა რამეს კარგავ… თითქოს არც არაფერი გქონია… მერე კი სულ ნანობ… მთელი ცხოვრება ნანობ…
-მე არ მინდა რო ვნანობდე… არ მინდა ღამე გარეთ გავდიოდე და მარტო დარჩენის მეშინოდეს… დავიღალე ეს უკვე აღარაა ბავშვობა… უკვე ზედმეტად გაიზარდნენ პრობლემები… თითქოს ყოველ ნაბიჯზე სირთულეა, მე კი ისევ ისეთი პატარა ვრჩები და ვერაფერს ვუმკლავდები…
-პრობლემები ყოველთვის იყვნენ.. შეიძლება უფრო მეტიც… ხან ისე. ხან ასე… მაგრამ შენ ვერ ხედავდი და ვერ აცნობიერებდი მათ… სწორედ ესაა ბავშვობა… ახლა კი, როცა ხვდები რო დედიკო და მამიკო დაღლილი სუპერგმირები არიან და მათი ადგილი შენ უნდა ჩაანაცვლო, უკვე გაიზარდე….
-ამ ბოლო დროს ხშირად ვიხედები სარკეში, მაგრამ ისევ ბავშვს ვხედავ… ვერაფრით ვანსხვავებ იმისგან რაც ადრე ვიყავი… იგივეს ვხედავ და მეშინია რომ მზად არ ვარ… არ მინდოდა გავზრდილიყავი… ისევ მინდა ჩემ საწოლში ვიწვე, მაღალი სიცხე მქონდეს და დედაჩემი გაღიმებული სახის თავზე მედგას და მივლიდეს… რატომ ვერ ვხედავდი მაშინ… რატომ?
-ხო მაგრამ ახლა ხედავ… და არასდროს დაგავიწყდება… შეიძლება მაგიტომაც,რომ გახსოვდეს…
-დასვენება მინდა…
-ხო, მაგრამ ცხოვრება ახლა იწყება…
-აბა აქამდე რაღა იყო..?
-ესეც ცხოვრება იყო მაგრამ ის თავისით მიდიოდა, ახლა შენ უნდა მართო შენი ხომალდი…
-შემიძლია კი?
-რო არ შეგეძლოს ხომალდს არავინ განდობდა…
-არ მინდა რომ არ მჯეროდეს… ღამეში ვიკარგები… სულ მგონია რაღაც გაურკვეველი მხეცი დამესხმება თავს… ვიღაცას თუ რაღაცის მეშინია და თავს უსუსურად ვგრძნობ… ახლაც შენ რომ არ იყო აქ, შემეშინდებოდა…
-მე შენ მომიყვანე, ისევე მოგყავს ის ფიქრებიც რომლებიც ასე გთრგუნავს… ეშმაკი ნებართვის გარეშე არსად შედის… შენ უფლებას აძლევ და უმასპინძლდები, ისიც არ გშორდება…
-ხო მაგრამ… ღმერთი… ხანდახან მგობია რომ ან დამცინის ან საერთოდ არ არსებობს… დღეს მივხვდი რომ უმნიშვნელო თუ არ დაკარგე ვერ მიხვდები რომ მნიშვნელოვანი სადღაც ფსკერზე ტივტივებს და შენ ჩაყვინთვას ელოდება… დღეს დიდი ტკივილი ვიგრძენი… ტკივილმა ღრმა ძილიდან გამომაფხიზლა და შენი თავი დამიბრუნა.. ამ დროს ვიგრძენი რომ ღმერთი ჩემთან იყი… მერე მომინდა შენ ჩაგხუტებოდი… მაგრამ მალე მივხვდი რომ ეკლესიაში მინდოდა, გული იქით მიმიწევდა რაც კარგა ხანია მივატოვე… ამაზე მეტად ვერაფერი დამამშვიდებდა …ამაზე ვფიქრობდი.  მერე კი შენ გამოჩნდი…
– ღმერთი ყოველთვის შენთანაა… თუ ის შენთვის არ არსებობს, შენი ღმერთი უნდა შექმნა… ყოვლისშემძლე არსება რომლის იმედიც გექნება,რომელიც შეგიფარებს თუ ცხოვრება უსამართლოდ მოგექცადა ცრემლებს მოგწმენდს, მაშინ როცა მიხვდები რომ შეგეშალა… ამის გარეშე შეუძლებელია… მარტო ვერ შეძლებ… ხო ხედავ რა სუსტი ხარ მარტო… როცა ყველა მიგატოვებს, ის შენთან იქნება და გაგაძლიერებს…
– მინდა რომ ასე იყოს..
-თუ გინდა ასე იქნება… გონება ბოლომდე შენია…
-და გული?
-გული ყველასია, ვინც გიყვარს, ზოგის მეტად,ზოგის ნაკლებად… თუ გინდა გულიც გამოიყენო უნდა გიყვარდეს და ისიც ისევე დაგიდება გვერდით როგორც ღმერთი… თუ გეყვარება ღმერთიც გეყვარება, მაშინ კი მიხვდები რაცაა ღმერთი… მხოლოდ მაშინ თუ შეიყვარებ…
– როგორ მომენატრე… ალბათ ვერ გავუძლებდი, შენ რომ არ დაბრუნებულიყავი…

2018
PDF
Subscribe
Notify of
guest
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments