მსოფლიო რელიგიების გარეშე
წარმოიდგინეთ მსოფლიო სადაც არ არსებობს რელიგიები და არ არსებობს ცაში მყოფი უჩინარი კაცის რწმენა. ისეთ სამყაროში სადაც რელიგიები ბატონობენ, ეს რთული წარმოსადგენია, თუმცა შევეცადოთ მაინც. სტატიაში ვისაუბრებთ იმ დადებით ეფექტებზე, რომელიც რელიგიების გაქრობას შეიძლება მოჰყოლოდა.
-
გამქრალი ფანატური ტერორიზმი
ერთხელ მაინც არ გიფიქრია, ნეტავ რელიგიები არ არსებობდესო, როდესაც ახალ ამბებში ტერორისტულ თავდასხმაზე გადმოცემენ ინფორმაციას, რომელსაც ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა? მსოფლიოში, სადაც არ არსებობს რელიგიები, არ არსებს იმის მიზეზი, რომ ადამიანების ჯგუფმა მკვლელობა ჩაიდინოს, ღმერთის სახელით. წარსულშიც, რელიგია იყო მიზეზი უამრავი დიდი ომის. და ესეც არ იყოს, რელიგიამ უფრო მეტი ადამიანი შეიწირა, ვიდრე ომებმა. ურელიგიო მსოფლიოში, არ იარსებებდა ტერორიზმი.
-
ადამიანებს ექნებოდა მეტი დრო
იცი, რამდენ დროს ხარჯავ ლოცვაში, ეკლესიაში სიარულსა და რელიგიური რიტუალების აღსრულებაში? რელიგია რომ არ იყოს, ამ დროის ბევრად ნაყოფიერად გამოყენება შეგეძლებოდა. ფაქტია, დრომოჭმულ რელიგიურ მითებზე დაყრდნობაზე უფრო ჭკვიანური, გონების გზით ძებნაა და რიტუალების ასრულებაზე უკეთესი, საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება.
-
გადაჭრილი ქორწინების პრობლემა
უამრავი ურთიერთობა დამსხვრეულა რელიგიის გამო. დღევანდელ სამყაროშიც კი, რთულია დაქორწინდე სხვა რელიგიის მქონე ადამიანზე. რელიგიისგან თავისუფალ სამყაროში, ადამიანები თავისუფალი იქნებოდნენ სიყვარულში და რელიგია აღარ გახდებოდა ბარიერი ვინმესთან ყოფნისას.
-
მეტი მშვიდობა და ერთიანობა
ადამიანები ისედაც განსხვავდებიან ბევრი მახასიათებლით, კანის ფერით, ეროვნებით, რასით, ენით რომელზეც ლაპარაკობენ. ეს განმასხვავებლები ჩვენი კონტროლის ქვეშ არ არის. რელიგია კიდევ ერთი განმასხვავებელია, რომელიც ადამიანებს ყოფს და რომლის არსებობაც აუცილებელი არაა. არარელიგიურ სამყაროში, მშვიდობა და ერთიანობა პიკს მიაღწევს. და დიდად სავარაუდოა კასტების სისტემის არ არსებობაც.
-
არა ცრურწმენები
ცრურწმენები და რელიგია იდენტური ტყუპებივითაა. რელიგიას უამრავი ცრუ რწმენისთვის გაუწევია პროპაგანდა. ცრურწმენები პირდაპირი ოპოზიტია რაციონალური აზროვნების, რაც ადამიანების დეზინფორმირებას იწვევს.
-
თავისუფლება შიშისგან და დანაშაულის გრძნობისგან
რელიგიები გვეუბნება, თუ შევცოდავთ ჯოჯოხეთში მოვხვდებით. ცოდვად კი ისეთი რამეებიც აღიქმება რისი კეთებაც გვიყვარს და სიამოვნებას გვანიჭებს და რაც არავის აზიანებს. დანაშაულის შეგრძნება, რომელსაც რელიგიური სწავლებები ადამიანებში იწვევს, მის ქმედებებს აფერხებს და უკან ხევს. რელიგიისგან გამოწვეულ დანაშაულის გრძნობას, ყოველთვის თან ახლავს შიში, სასჯელის რომელიც სიკვდილის შემდეგ გველის. რელიგიისგან თავისუფალ სამყაროში არ იქნებოდა ადგილი მსგავსი გრძნობებისთვის.
-
აღარ იქნებოდა გადასახადებისგან თავისუფალი ბიზნესები
ნებისმიერი ორგანიზებული რელიგია ბიზნესივითაა, იმ განსხვავებით, რომ მათ არ უწევთ მთავრობისთვის გადასახადების ხდა. რელიგიების უმეტესობა დიდ ფულს აკეთებს საკუთარი მიმდევრებისგან. პროდუქტი, რომელსაც ჰყიდიან “ღვთისგან დალოცვაა”. საინტერესო ფაქტია, რომ მომხმარებლები (მიმდევრები) არ ჩივიან თუკი პროდუქტს (ღმერთის წყალობას) ვერ მიიღებენ. თუ, ღმერთის წყალობას ვერ მიიღებენ, მათივე სუსტი რწმენის ბრალია. უხილავი პროდუქტები, კმაყოფილი კლიენტები და გადასახადების არარსებობა. გინახავთ ბიზნესი ასეთი უპირატესობებით? რელიგიებისგან თავისუფალ სამყაროში, იარსებებდა მხოლოდ ნამდვილი ბიზნესები, რომლებიც ეკონომიკურ ზრდაში მიიღებდნენ მონაწილეობას.
-
მეცნიერების და ტექნოლოგიების ბრწყინვალება
რეგილიები ამბობენ, რომ მათ იციან ყველაფერი ჩვენი სამყაროს შესახებ, მისი წარმოშობა, მისი შემქმნელი და მისი მომავალი. რელიგიას ყველაფერზე გააჩნია თავისი ცრუ პასუხები, რომლებიც მის მიმდევრებს სიმართლისკენ სწრაფვას უნელებენ. მას შემდეგ, რაც არ არსებობს რელიგიები, მცდარი პასუხები აღარ აფერხებენ მეცნიერულ განვითარებას.
-
ქალების უფლებამოსილების გაზრდა
რელიგია უდიდეს როლს თამაშობს ქალის როლის დათრგუნვაში. ყველა რელიგია მამაკაცს უფრო მაღალ საფეხურზე აყენებს, ვიდრე ქალს. ზოგიერთ რელიგიას გააჩნია წესები, რომლებიც მხოლოდ ქალებისთვისაა და უმეტესობა მათგანი უსამართო და დისკრიმინაციულია. რელიგიისგან თავისუფალ სამყაროში იქნებოდა თანასწორობა, თავისუფლება და თანაბარი ძალაუფლება ორივე სქესისთვის.
Medium.com-ის მიხედვით