როგორ დავძლიოთ ჩვენი შიშები?

ყველას რაღაცის გვეშინია – შიში ცხოვრების ნორმალური ნაწილია. თუმცა, ყოველგვარი შიშის დაძლევა შესაძლებელია თუ ეს ნამდვილად გვსურს.
შიში შეიძლება უპირატესობად გამოიყენო. შენი შიშების კონტროლი უმნიშვნელოვანესი რამაა. მართალია, პროცესი რთული ჩანს, თუმცა შიშების გადალახვა უნდა დაიწყო. ყველაფრის შეიძლება გვეშინოდეს: სიკვდილის, სახალხო გამოსვლების, ობობების, გველების, სიმაღლის, სიბნელის… დაფიქრდი რისი გეშინია და რატომ ფიქრობ, რომ ის საშიშია. კარგი მიზეზები გამოვიდა? …თუ ცოტა არ იყოს ამეტებდი?
სტატიაში ვისაუბრებთ შიშების დაძლევის ხერხებზე…

  • შეწყვიტე მასზე ფოკუსირება

სხვა რამეებზე იფირე. ნუ მისცემ ძალას შენს შიშს და ის ვერ შეგიპყრობს. ღრმად ისუნთქე და ეცადე შიში მთლიანად არ დაგეუფლოს. სათქმელად მარტივია, თუმცა პრაქტიკაშიც შესაძლებელია მოყვანა.

  • მცირედით დაიწყე

შენ შიშს თვალი გაუსწორე და ეცადე დაუახლოვდე მას. მაგალითად, თუ გველების გეშინია, წადი და ზოოპარკში ნახე ისინი… თუნდაც შორიდა. მომდევნო ნაბიჯი შეიძლება შეხებაც იყოს… მცირედი ნაბიჯებით მიყევი და შედეგს აუცილებლად დაინახავ.

  • მეტი შეიტყვე

იმის გვეშინია ხოლმე, რაც ჩვენთვის გაუგებარია, უცნობია. საკითხის უკეთ გაცნობა აუცილებლად დაგვეხმარება ცოტათი მაინც… სიკვდილი იმიტომ გვაშინებს, რომ არ ვიცით რა გველოდება შემდეგ. ვეცადოთ რაც შეიძლება მეტი წავიკითხოთ ჩვენთვის საშიშზე, მეტად გავერკვიოთ და ცოტათი მოგვეშვება, ან შეიძლება საერთოდაც მივხვდეთ, რომ უსაფუძვლო ყოფილა ჩვენი შიში.

  • თვალი გაუსწორე მას

პირველი ნაბიჯის გადადგმა საოცრად რთულია… როცა შიში გაუცნობიერებელია, უბრალოდ გვეშინია, ყოველგვარი ფიქრის გარეშე. თუ ჩვენ თავს პირდაპირ ეპიცენტრში ჩავაგდებთ, პანიკა მორჩება თუ არა, მივხვდებით, რომ უსაფუძვლოდ გვეშინოდა და გავთავისუფლდებით.

  • დამშვიდდი

რაც მეტად შფოთავ, მეტ ძალას აძლევ შიშს. ნერვიულობით მხოლოდ მის პროგრესირებას ახდენ და მოქმედების არეალს უფართოვებ. ეცადე დამშვიდდე, შენი თავის ირწმუნო და პოზიტიურ აზრებს საშუალება მისცე დაგეუფლონ… შიში ცოტათი მაინც დაითრგუნება.

  • მიიღე შენი შიში

თუ სიკვდილის გეშინია, ბუნებრივია ვერ შეძლებ მის გამოცდას, სანამ ცოცხალი ხარ. შესაბამისად ვერ გაიგებ, რეალურად საშიში იყო ის თუ არა. ეს უბრალოდ ცხოვრების თანმდევი უნდა გახადო, მასთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლო. შეეგუე, რომ სიკვდილის გეშინია, თუმცა ისიც გააცნობიერე, რომ ვერაფერს გააკეთებ მისი თავიდან მოსაშორებლად. სიცოცხლით დაკავდი, სიკვდილის შიშის ნაცვლად. ის იარსებებს, თუმცა შენს გვერდით იქნება ჰარმონიულად და თავს ნაკლებად შეგახსენებს.

  • გამოთვალე რისკები

არც ისე რთულია, დააკვირდე რამდენად რაციონალურია შენი შიში. თუ თაგვების დანახვაზე პანიკა გეწყება, მარტივი მისახვედრია, რომ შენი შიში არარაციონალურია. თუ ის მართლაც რისკებთანაა დაკავშირებული, სჯობს თავდაცვის გზებზე იფიქრო, ვიდრე გეშინოდეს.

  • გაიაზრე, რომ ეს წარმოსახვაა

მდიდარი წარმოსახვა ზოგჯერ ისეთ სცენარებს გვიხატავს, შეუძლებელი რომაა მოსახდენად. შიში გონებას ათას სისულელეს აფიქრებინებს და ამ გზით ჩვენს დაუფლებას ცდილობს. ფხიზელი გონებით იაზროვნე და წარმოსახვა რეალურ საფრთხეში ნუ აგერევა.

მომზადებულია awarenessact.com-ის მიხედვით
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments