როგორ ვისარგებლოთ სტრესით? – აბრაამ ტვერსკი
“სტომატოლოგის კაბინეტში ვიჯექი და თვალი გაზეთში დაწერილ სტატიას მოვკარი, რომელიც ამბობდა, როგორ იზრდებიან კიბორჩხალები? მე არ მანაღვლებს როგორც იზრდებიან ისინი.
თუმცა, დავინტერესდი და გავიგე, რომ კიბორჩხალები რბილი, ფაფუკი ცხოველები არიან, რომლებიც მყარ გარსში ცხოვრობენ. ეს გარსი არ ფართოვდება. და მაშინ როგორ შეუძლიათ კიბორჩხალებს ზრდა?
როცა კიბორჩხალა იზრდება, გარსი მას ზღუდავს და ის თავს არაკომფორტულად გრძნობს.
ის კლდოვანი ადგილის ქვეშ იმალება, რათა თავი მონადირე თევზებისგან დაიცვას და იხსნის გარსს და ახალს გამოიმუშავებს.
მე ვფიქრობ კიბორჩხალა ამ პროცესს ხშირად იმეორებს, სტიმული რომლითაც კიბორჩხალა ხვდება, რომ მას შეუძლია გაიზარდოს, დისკომფორტის შეგრძნებაა. თუმცა, კიბორჩხალებს რომ ექიმები ჰყავდეთ, ისინი ვერასდროს გაიზრდებოდნენ, რადგანაც როგორც კი თავს არაკომფორტულად იგრძნობდნენ, წადიდოდნენ ექიმთან, მიიღებდნენ ვალიუმს, მიიღებდნენ პარაცეტამოლს და თავს უკეთ იგრძნობდნენ. ასე რომ, მე ვფიქრობ, ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ – რომ სტრესი, ის დროა, როცა ზრდის სიგნალებსაც ვიღებთ. და თუ ჩვენ არახელსაყრელ სიტუაციებს სწორად გამოვიყენებთ, ჩვენ შევძლებთ ზრდას გასაჭირისას.”