როგორ შევარჩიოთ ტაროს დასტა?

გეცოდინებათ ალბათ, ტაროს დასტის ათასობით ვარიანტი არსებობს.  მიუხედავად იმისა რომ ბაზა მეტწილად ერთი აქვთ, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან დიზაინით, სიმბოლოებით, ფერებით, ზომით, ენერგეტიკით, სტილით ( ფანტაზია რასაც გაწვდება, დაწყებული ფისოებიანი ილუსტრაციებით, დამთავრებული გოთიკური სტილით). რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია გასათვალისწინებლად, რადგან ყველა ჩვენთაგანს ინდივიდუალური კარტის წაკითხვის სტილი გვაქვს, აქედან გამომდინარე განსხვავებულად “ვეწყობით” დასტებს.
პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რამდენად შეგვიძლია კომუნიკაციის დამყარება დასტასთან. უნდა იპოვოთ კარტი, რომელიც “დაგელაპარაკებათ”. მარტივად აღსაქმელი უნდა იყოს სტილი და ის სიმბოლოები, რომლებსაც არკანები ატარებენ. მაგალითად, ვისაც მინიმალისტური, დახვეწილი და სადა სტილი იზიდავს მოეწონება “Golden thread” – ის დასტა, ხოლო ვინც ფერად და თანემედროვე სტილს ანიჭებს უპირატესობას „Seventh Sphere Tarot de Marseille“ -ს გავუწევდი რეკომენდაციას, რომელიც კლასიკური მარსელინის შეცვლილ ვარიანტს წარმოადგენს. ასევე, პოპულარულობით სარგებლობს „Luminous Spirit“ – ის მსგავსი დასტები, რომლებშიც სრულ სურათზე მეტად, დეტალებზეა ყურადღება გამახვილებული, ხოლო ვინტაჟური სტილის მოყვარულებს ვურჩევი  „A Rainbow Tarot“ ის დასტას, რომელშიც ფერებითაა სტიქიები ერთმანეთისგან გამიჯნული, თუმცა საკმაოდ რთულად წასაკითხი დასტაა იმ გაგებით, რომ მოითხოვს ასტროლოგიისა და კაბალის კარგად ცოდნას.
რა თქმა უნდა, ეს დასტები გახლავთ ძალიან მცირე ჩამონათვალი, რომელზეც არჩევანის გაკეთება შეგიძლიათ, თქვენითაც შეგიძლიათ მოძებნოთ ინტერნეტში „სათქვენო“ დასტა, თუმცა ყურადღებით უნდა იყოთ არკანების რაოდენობასთან! გამოწერამდე დააკვირდით რამდენი ცალი კარტია დასტაში, სტანდარტულ ტაროს დასტას 78 არკანი აქვს, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც დიზაინერს ჩაუმატებია 1-2 არკანი. არკანების რაოდენობით ასევე, დარწმუნებდებით იმაში მართლა ტაროს დასტაა თუ არა, რასაც იწერთ.. არაერთ დამწყებს არევია ტაროს კარტი ორაკულის და ლენორმანის დასტებში (ლერნორმანს 34 ცალი არკანი აქვს სულ) და მიუხევად იმისა, რომ ერთი შეხვედვით, გამოუცდელი თვალისთვის შეიძლება ძალიან ჰგავდეს ერთმანეთს მათი გამოყენების გზები, რეალურად სამივეს აქვს თავისი, ერთმანეთისგან განსხვავებული დანიშნულებები.
არ დაგავიწყდეთ ასევე, წინასწარ მოძიება/გადახედვა არკანების, ინტერნეტში არის უამრავი რესურსი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ წინასწარ შეიქმნათ წარმოდგენა ტაროს არკანების რაობაზე.. ყურადღება გაამახვილეთ კარტის ზომაზე, შეიძლება ერთი და იგივე დასტა განსხვავდებოდეს ზომებით. სტანდარტულ ზომად ითვლება 7/12 სმ, თუმცა ესეც დამოკიდებულია პირად სურვილზე.
დააკვირდით არამხოლოდ დიზაინს, არამედ იმ საბაზისო სისტემას, რომლის წაკითხვაც უფრო კომფორტულია თქვენთვის. საბაზისო დასტებად მოიაზრება სამი ძირითადი, ესენია: თოტის ტარო, რაიდერის და მარსელინის დასტები. დამწყებებისთვის რეკომენდირებულია რაიდერის ან რაიდერის სისტემაზე დაფუძნებული ტაროს გამოყენება. თოტის ტარო კი პირიქით, ითვლება ერთერთ რთულ დასტად, რადგან დატვირთულია უამრავი ეზოთერიკული და მეტაფიზიკური იდეებით და ეს უკვე ტაროლოგიის „მაღალი ლეველია“..
ბევრი ტაროლოგისთვის ტარო ძალიან ინტიმურ საგნად მიიჩნევა, ხშირად სხვებს შეხების უფლებასაც კი არ აძლევენ, რასაც რაღაც კუთხით ვამართლებ. ამიტომაც გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რა მიზნისთვის ყიდულობთ ტაროს, საკუთარი თავისთვის თუ სხვებისთვის? ხშირად, ადამიანებს ტაროს რამდენიმე დასტა აქვთ და იყენებენ იმის და მიხედვით, გაშლა თავისთვის უნდათ თუ სხვებისთვის..
და ბოლოს, ტაროს შეძენის პროცესი იყოფა 6 ეტაპად: პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია შინაგანი ხმის მოსმენა ( გინდა ინტუცია დაარქვით, გინდა ინსტინქტები) ადამიანი ყოველთვის გრძნობს განსაკუთრებულ კავშირს “თავის დასტასთან” შეხვედრისას, შემდეგ არკანების მიმოხილვა/მოძიება ინტერნეტში, შესაფერისი სისტემის არჩევა ( რაიდერი – დამწყებებისთვის, მარსელინი – უკვე გარკვეულებისთვის, თოტი – შედარებით გამოცდილი ტაროლოგებისთვის ), ტაროს დანიშნულების განსაზღვრა (პირადი თუ საჯარო გაშლებისთვის გსურთ) , არჩვენის გაკეთება (თუმცა რაც მეტი ტარო, მით უკეთესი :)) ) და ბოლოს, ყიდვა.
გმადლობთ ყურადღებისთვის

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments