საინტერესო ფსიქოლოგიური ფაქტები

1. ჩვენი გადაწყვეტილებების უმეტესობა არის ქვეცნობიერი


ჩვენ რატომღაც გვსურს დავრწმუნდეთ, რომ თითქოს ყოველი ჩვენი ქმედება არის ზუსტი, გაცნობიერებული დაგეგმვის შედეგი, მაგრამ სინამდვილეში ჩვენი ყოველდღიური გადაწყვეტილების 60-80% ქვეცნობიერად ხდება. როდესაც რაიმეს ვაკეთებთ, ხშირ შემთხვევაში, ჩვენ საერთოდ არ ვფიქრობთ მასზე.
ჩვენი გონება ყოველ წამში იღებს მილიონობით ერთეულ მონაცემს. ამიტომ ზედმეტი გადატვირთვის ასარიდებლად, ზოგიერთი ჩვენი ქმედება ქვეცნობიერია. ისეთ მოქმედებებს, როგორიც არის მაგალითად სინათლის ჩაქრობა, კარების დახურვა ან თასმების შეკვრა, ჩვენი გონება უპირატესობას ანიჭებს ყოველივე ეს შეასრულოს ავტომატურად, ფიქრის გარეშე.
ეს ხშირად იწვევს საკუთარ თავში დაეჭვებას. მაგალითად, როდესაც ჩვენ მივდივართ ოფისში, სრულიად მოულოდნელად შეიძლება დავიწყოთ ღელვა იმაზე, ხომ არ დაგვავიწყდა უთოს გამორთვა. როგორც წესი, ასეთ მარტივ მოქმედებებს ქვეცნობიერად ვასრულებთ, ამიტომ ხშირად ეს ცნობიერი მეხსიერების მიღმა რჩება.

2. ჩვენი მეგობრების შესაძლო რაოდენობა ლიმიტირებულია.


ფსიქოლოგებმა და სოციოლოგებმა აქტუალური გახადეს ტერმინი Dunbar’s number , რაც ნიშნავს იმ ხალხის რაოდენობის მაქსიმუმს, რომლებთანაც ადამიანს მჭიდრო კავშირის შენარჩუნება შეუძლია. ასე, რომ თუნდაც შენ გყავდეს ათასობით “მეგობარი” ფეისბუქზე, რეალურად მნიშვნელოვანი კომუნიკაციის სტაბილურად შენარჩუნება მხოლოდ 50 – 200 ადამიანთან შეგიძლია.

3. ჩვენ მხოლოდ 3-4 ინფორმაციის დამახსოვრება შეგვიძლია ერთდროულად


კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანის ტვინს ერთდროულად შეუძლია არაუმეტეს 3-4 ინფორმაციის შენახვა. გარდა ამისა, ეს ინფორმაცია ინახება მხოლოდ 20-30 წამის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ ჩვენ ეს ინფორმაცია გვავიწყდება – იშლება ჩვენი გონებიდან თუ მას არ განვაახლებთ ისევ და ისევ.
მაგალითად, შენ მართავ ავტომობილს და ამავდროულად საუბრობ ტელეფონზე (ეს არ გააკეთო). თანამოსაუბრე ამ დროს გკარნახობთ ნომერს, მაგრამ შენ არ შეგიძლია ჩაიწერო ის, ამიტომ ცდილობ ნომრის დამახსოვრებას. შენ იმეორებ ამ ნომერს ისევ და ისევ განუწყვეტლივ, რათა შეინარჩუნო შენს მოკლევადიან მეხსირებაში, მანამ სანამ შეძლებ გაუთიშო ტელეფონი და ჩაიწერო ნომერი.
სხვათაშორის, ის ფაქტი, რომ ჩვენ მოკლე პერიოდში შეგვიძლია მხოლოდ 3-4 ინფორმაციის აღქმა, ხსნის იმას თუ რატომ არის უამრავი რამ ჩვენს გარშემო შედგენილი 3-4 ციფრისგან ან ხაზისგან. ეს ეხება ტელეფონისა და საკრედიტო ბარათის ნომრებს და თვით ამ პარაგრაფებსაც კი, რომლებსაც ახლა შენ კითხულობ !

4. ჩვენ ოცნებაში ვხარჯავთ მთელი დროის 30 პროცენტს !


წარმოიდგინე, რომ შენ ხარ სამსახურში და მუშაობ რაიმე მნიშვნელოვან დოკუმენტში. მოულოდნელად კი გააცნობიერე, რომ ერთი და იგივე რამ უკვე მესამედ წაიკითხე. შენი გონება კი, ნაცვლად იმისა, რომ გაეანალიზებინა ტექსტი, სადღაც დახეტიალობდა.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მთელი ჩვენი დროის 30% გვეხარჯება ოცნებებში. ზოგჯერ (მაგალითად, ხანგრძლივი მოგზაურობის დროს) ეს წილი 70%-მდეც კი იზრდება და რამდენად დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს ეს ფაქტი სიმართლეა. კვლევები გვიჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებსაც უყვართ ბევრი ფიქრი და ღრუბლებში ფრენა, არიან უფრო კრეატიულები. ასევე ისინი არიან უკეთესები პრობლემების გადაჭრასა და სტრესის მოშორებაში.

5. ჩვენ არ შეგვიძლია დავაიგნოროთ სამი რამ: საჭმელი, სექსი და შიში


ალბათ ერთხელ მაინც შეგიმჩნევიათ ხალხის რეაქცია, როდესაც ისინი ავტოავარიის მოწმენი ხდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტის ხილვა მათთვის არის სტრესისა და ტკივილის მომტანი, ისინი მაინც ინტერესით აგრძელებენ დაკვირვებას.
ასეთი ცნობისმოყვარეობა გამოიწვია ჩვენმა „პირველყოფილმა გონებამ“ – ტვინის ის ნაწილი, რომელიც გადარჩენისთვის არის პასუხისმგებელი. მისი მოვალეობაა, ყოველთვის მოახდინოს გარემოს სკანირება, მისი აღქმა და საკითხის სამგვარად წამოყენება: „შემიძლია თუ არა შევჭამო ეს? შემიძლია თუ არა მქონდეს მასთან სექსი? შეიძლება თუ არა მომკლას მან?“. ჭამა, სექსი და საფრთხისადმი შიში ჯერ კიდევ გადარჩენისათვის აუცილებელი სამი ფუნდამენტური წინაპირობაა, ამიტომ თუნდაც ჩვენ არ შეგვეძლოს დახმარება ავარიის დროს, მაინც არ დავტოვებთ ამ მოვლენას დიდი ყურადღების გარეშე.

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments