სამყაროს შექმნის ისტორია და სიზმრების მნიშვნელობა – ადგილობრივი ამერიკელების ლეგენდა

დიდებულმა სულმა, ჩვენთვის უცნობ დროში, გარემოს თვალი მოავლო და ვერაფერი დაინახა. არ იყო ფერები, არ იყო სილამაზე. წყვდიადში დრო დუმდა. არ იყო ხმა. არაფერი რისი დანახვა, ან შეგრძნება შეიძლებოდა. დიდებულმა სულმა გადაწყვიტა სივრცის სინათლით და სიცოცხლით ავსება.
თავისი დიდებული ძალით, გამოიწვია შექმნის ნაპერწკლები. მან მოიხმო ტოლბა, უზარმაზარი კუ, წყლიდან ამოსულიყო და გამხდარიყო ხმელეთი. დიდებულმა სულმა კუს ზურგი მთებით და ბორცვებით დაფარა. ლურჯ ცაზე თეთრი ღრუბლები დააწყო. ის ბედნიერი იყო. თქვა ‘უკვე ყველაფერი მზადაა. ამ ადგილს სიცოცხლის ბედნიერი მოძრაობით ავავსებ.’ ის ფიქრობდა და ფიქრობდა, თუ როგორი არსებები შეექმნა. 
სად იცხოვრებენ ისინი? რას გააკეთებენ? რა იქნება მათი დანიშნულება? მას იდეალური გეგმა სჭირდებოდა. დიდებულმა სულმა იმდენი იფიქრა, რომ დაიღალა და ჩაეძინა.
მისი ძილი სავსე იყო სიზმრებით საკუთარი ქმნილების შესახებ. სიზმარში უცნაური რამეები დაინახა. დაინახა ცხოველები, რომლებიც ოთხ ფეხზე დადიოდნენ, ზოგი კი ორზე. ზოგიერთი ქმნილება ფრთებით დაფრინავდა, ზოგი კი ფარფლებით ცურავდა. ყველა ფერის მცენარე, მთელ მიწას ფარავდა. მწერები დაბზუოდნენ, ძაღლები ყეფდნენ, ჩიტები ჭიკჭიკებდნენ და ადამიანები ერთმანეთს მიმართავდენ. ყველაფერი უწესრიგო და ამოვარდილი ჩანდა. დიდებულა სულმა იფიქრა, რომ ცუდი სიზმარი ნახა. ეგონა, არაფერი შეიძლება ყოფილიყო ასეთი არასრულყოფილი. 
როცა დიდებულმა სულმა გაიღვიძა, დაინახა თახვი, რომელიც ტოტს კვნეტდა. ის მიხვდა, რომ სიზმარში ნანახი სამყარო, თავის ქმნილებად იქცა. ყველაფერი რაც სიზმრად იხილა, რეალობად იქცა. როდესაც დაინახა როგორ ააშენა თახვმა სახლი, ზღურბლი საკუთარი ოჯახის დასაცავად და შესაფარებლად, მიხვდა, რომ ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა, თავისი დანიშნულება და თავისი დრო.
ეს ამბავი თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ჩვენი სიზმრების განკითხვა არ უნდა დავიწყოთ. ისინი ჩვენი ქმნილებები არიან.

Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments