საცხოვრებლად ყველაზე ცუდი პერიოდი ისტორიაში

ქრისტეს შობიდან 536 წელს პლანეტის დიდი ნაწილი 18 თვიანმა წყვდიადმა მოიცვა. ევროპას, შუა აღმოსავლეთს და აზიის მაწილს ამოუცნობი ნისლი გადაეკრა. ნისლი ბლოკავდა მზის სხივებს, დააგდო ტემპერატურა, გაანადგურა ნათესები და გამოიწვია უამრავი ადამიანის სიკვდილი. ეს იყო ნამდვილი ბნელი ეპოქა.
თანამედროვე მკვლევარებმა ნისლის წარმომავლობის მთავარ წყაროს მიაგნეს. 536 წლის დასაწყისში ისლანდიაზე ამოფრქვეული ვულკანის ფერფლი ჩრდილო ნახევარსფეროში გაიფანტა, წარმოქმნა ნისლი და გამოიწვია საყოველთაო შიმშილობა. მსგავსი შემთხვევა იყო 1815 წელსაც, როდესაც ტამბორის მთიდან ვულკანი ამოიფრქვა. ისტორიკოსებმა მოვლენა ყველაზე მომაკვდინებელ ვულკანის ამოფრქვევად მონათლეს.
ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი გვიყვება: “მზე ბრწყინვალების გარეშე ანათებდა, ისევე როგორც მთვარე, მთელი წლის განმავლობაში.” ასევე გვეუბნება რომ ამ დროის განმავლობაში არ მიმდინარეობდა ომები და არ იყო არანაირი ეპიდემია.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორ მაიკლ მაქკორმიკის თქმით მსგავსი ჩანაწერები 1990-იან წლებამდე სერიოზულად არ აღიქმებოდა. ბოლო დროინდელი მკვლევარების დასკვნით, ამ მოვლენის შემდეგ ევრაზიაში ზაფხულის ტემპერატურა 2-3 ცელსიუსით დაეცა და ჩინეთში დაფიქსირდა თოვლი ზაფხულში.
“ეს იყო მკვეთრი ცვლილება, რომელიც მოხდა ღამით, იმდროინდელი ხალხი კი როგორც ჩანს ნაკლებად ისტერიული იყო და ნაკლებად წარმოიდგენდა მსოფლიოს დასასრულს.” – ამბობს მაქკორმაკი.
რომაელი პოლიტიკოსი კასიოდორი წერდა: “საკვირველია, საღამოობით ჩვენს ჩრდილებს ვერ ვხედავთ.” ასევე ამბობდა რომ მზეს მოლურჯო ფერი დაჰკრავდა, ხოლო მთვარეს ბრწყინვალება დაეკარგა, სეზონები კი ერთმანეთში ათქვეფილიყო.
536 წლის ამოფრქვევას დაემატა 540 და 547 წლის ამოფრქვევები. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გამოცოცხლებისათვის დიდი დრო და ენერგია დასჭირდა.
“გვიანი ანტიკური მცირე გამყინვარების პერიოდი 536 წლის ზაფხულიდან დაიწყო და ევროპაში თითქმის 660 წლამდე გაგრძელდა, აზიაში კი 680 წლამდე. ეს იყო საცხოვრებლად ყველაზე მძიმე პერიოდის დასაწყისი ისტორიაში, შეიძლება ითქვას, ყველაზე ცუდი წელიწადიც.”
სიცივის და შიმშილობის პერიოდმა ევროპაში ეკონომიკური სტაგნაცია გამოიწვია. ამას დაერთო 541 წლიანი პირველი ბუბონური შავი ჭირი, რომელმაც ბიზანტიის მოსახლეობის 1/3, ხოლო აღმოსავლეთ რომის იმპერიის თითქმის ნახევარი შეიწირა.
ანდრეი კურბატოვის თქმით, 536 წლის ნისლის გამომწვევი სხვა მიზეზები შეიძლება ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ამოფრქვევებიც ყოფილიყო. თუმცა, დღეს ჩვენ უკვე გვაქვს ერთი მიზეზი მაინც იმისა, რატომ ვერ ხედავდნენ საკუთარ ჩრდილს ადამიანები ისტორიის ერთ მცირე მძიმე მონაკვეთში.

მომზადებულია HISTORY.COM-ის მიხედვით
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments