ღირს თუ არა ცხოვრება?

ზოგჯერ შეკითხვები ჩახლართულია, თუმცა პასუხი მარტივია – დოქტორი სიუზი

ალბათ ყველას ერთხელ მაინც გაგვჩენია მსგავსი შეკითხვა, რისთვის ვცხოვრობთ? რა არის ჩვენი ცხოვრები დანიშნულება ან მიზანი? ან უბრალოდ ღირს თუ არა ჩვენი სიცოცხლე?
ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა ღირებულება აქვს თავის ცხოვრებას. ზოგიერთს სურს მაქსიმალურად შეძლოს გართობა და ბედნიერება. ზოგიერთისთვის ცხოვრებას დანიშნულება არ გააჩნია და ისინი უბრალოდ იძულებულები არიან იცხოვრონ. ზოგიერთი კი მასში სულიერ საწყისებს პოულობს და ცხოვრების მიზანს არამატერიალურ სამყაროში ხედავს…
არის აღმაფრენის მომენტები, როცა თავი სხვა განზომილებაში გგონია და შენი გონებით მწვერვალებს აღწევ, არის დაცემის მომენტები, როცა ვერაფერში ხედავ პოზიტივს და ერთადერთი იმის იმედზე ხარ, რომ ეს მომენტი გაივლის. არის სიმშვიდის მომენტები, მარტოობის მომენტები, ინსპირაციის, სიყვარულის, ბრაზის… ცხოვრება სავსეა განსხვავებული სიტუაციებით, ზოგჯერ გვიჭირს იმის გააზრება, როგორ შეიძლება ერთსა და იმავე სამყაროში ხდებოდეს ასეთი კონტრასტული მოვლევები.
მერე კი ხვდები, რომ ცხოვრება ამ ყველაფერის გამაერთიანებელია. ცხოვრება ცრემლებიცაა და სიხარულიც, გულის ტკენაც და ბედნიერებაც.
ფაქტია, რომ პოზიტიური და ნეგატიური მოვლენები ყველას ცხოვრებაში დაბალანსებული არ არის, როცა ამ ყველაფერს თვალს უსწორებ, ჩნდება კითხვა: ღირს კი ცხოვრება?
რისთვის შეიძლება ღირდეს ცხოვრება? – ეს დამოკიდებულია შენს რწმენაზე. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

  • რელიგიური ადამიანებისთვის ცხოვრება მარადიული არსებობისკენ მიმავალი გზაა, ეს დროებითი სამყოფელია, სადაც წარმატებით უნდა ჩააბარონ მათთვის განსაზღვრული გამოცდა. – ადამიანების ამ კატეგორიისთვის ცხოვრებას გააჩნია დანიშნულება და მიზანი, ასე რომ, მათთვის ცხოვრება ნამდვილად ღირს. – მთავარია რთულ მომენტებში შეინარჩუნონ რწმენა.
  • ადამიანების დიდი ნაწილის რწმენით, მათი ცხოვრება დაბადებით იწყება და სრულდება სიკვდილით. შესაბამისად მოქმედების მთავარი და ერთადერთი არეალიც სწორედ ეს სამყაროა. ასეთი ადამიანებიც შეიძლება ორ კატეგორიათ დავყოთ. ისინი ვინც ცხოვრებას ბრძოლის ველად აღიქვამენ და ცდილობენ მისგან მაქსიმუმი მიიღონ და ისინი ვისთვისაც ნებისმიერ მოქმედება უაზროა, რადგანაც მათი არსებობა სიკვდილით სრულდება.

წინა მსჯელობიდან გამომდინარე გამოიკვეთა ადამიანების სამი ტიპი, პირველი ორისთვის ცხოვრებას აზრი ნათელია. პირველისთვის სულიერი სრულყოფა, მეორესთვის წარმატება, ბედნიერება, მიზნების მიღწევა… ბევრად საინტერესოა მესამე კატეგორია.
ვეცადოთ სამყაროს მათი თვალით დანახვა.
თუ ვცოცხლობთ, ესეიგი არჩევანი უკვე გავაკეთეთ. თუ აზრი არაფერშია, დასაკარგიც არაფერია, შესაბამისად არაფერს წავაგებთ, თუ ცხოვრებისგან სიამოვნებას მივიღებთ.
ყველას გვაქვს მისწრაფებები, სურვილები და ოცნებები. რა უკეთესია, მთელი ცხოვრება იმაზე ფიქრში გავლიოთ რომ ბოლოს ყველაფერს აზრი ეკარგება, თუ შევიქმნათ ის სამყარო, რომელში ცხოვრება ცოტა ხნით მაინც იქნება საინტერესო?

ცხოვრება მანამ არ ღირს, სანამ ვინმესთვის არ იცხოვრებ. – ალბერტ აინშტაინი

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments