შენი მაცდური გონება – ნაწილი 2
lifelessons.co-ის სტატიების ციკლის მეორე ნაწილი. შენი მაცდური გონება: ვისწავლოთ კრიტიკული აზროვნება.
პირველი სტატის წასაკითხად დააკლიკეთ მოცემულ ტექსტს.
ამ სტატიაში შევეხებით საკითხებს: რატომ სჯერათ ადამიანებს იმის, რასაც აკეთებენ, როგორ მოვახდინოთ რწმენების რაციონალიზაცია, როგორ ახდენს ჩვენს ქმედებებზე ზეგავლენას ელემენტარული ადამიანური სურვილები და ემოციები.
მაშ, დავიწყოთ:
სერ არტურ კონან დოილი და ქოთინგლის ფერიები
სერ არტურ კონან დოილმა სახელი შერლოკ ჰოლმსის ისტორიების დაწერით გაითქვა.
შერლოკ ჰოლმსი იყო ჰიპერ რაციონალისტი, რომელიც ბრწყინვალედ იაზრებდა კრიტიკული აზროვნების და მიზნის მნიშვნელობას.
თავად კონან დოილი ღრმად იყო შეჭრილი სულიერებაში და მტკიცედ სჯეროდა თავისი დროის მედიუმების, რამაც საბოლოო ჯამში კონფლიქტი წარმოშვა მის მეგობარ, ცნობილ ილუზიონისტ, ჰარი ჰუდინთან.
თავის მხრივ, ჰარი ჰუდინი რაციონალისტი იყო, კარიერა თავისი დროის მედიუმების გამჟღავნებით აიწყო, რადგანაც იცოდა, რომ ისინი იგივე თავშესაქცევ ტექნიკებს იყენებდნენ, რასაც თავად სცენაზე ყოფნისას. სერ არტურ კონან დოილს და ჰარი ჰუდინს ამ საკითხზე მოუვიდათ კონფლიქტი, რამაც საბოლოოდ დაასრულა კიდეც მათი მეგობრობა.
კონან დოილის ყურადღება მიიპყრო ქოთინგლის ფერიებმა. ორი გოგონა, ელსი რაითი და ფრენსის გრიფიტსი ირწმუნებოდნენ, რომ მათ ბაღს, რომელიც ქოთინგლის სოფელში იყო, ფრთიანი ფერიები სტუმრობდნენ და დასამტკიცებლად ფერიების ფოტოები წარმოადგინეს.
მარტივი მისახვედრი იყო, რომ ფოტოებზე სწორედ მათი გამავრცელებელი გოგონები იყვნენ გამოსახულები, ფურცლის ამონაჭრებთან ერთად, რომლებიც წიგნებიდან იყო ამოღებული და წებოთი შეკავშირებული. თუმცა, სერ არტურ კონან დოილი მსგავსმა მტკიცებულებამ აღაფრთოვანა.
ჩნდება კითხვა, თუ რატომ?
როგორ მოხდა, რომ ადამიანმა, რომელმაც ასეთი პერსონაჟი შექმნა ბავშვურ ხუმრობაზე წამოეგო?
სერ არტურ კონან დოილს შეეძლო გაეაზრებინა იმდენად კარგად, რომ შეექმნა ზერაციონალური, კრიტიკული მოაზროვნე პერსონაჟი, თუმცა ცხოვრებაში ცრურწმენები და ზღაპრები ამჯობინა საღ აზრს და მეცნიერებას. ალბათ, ის, საკუთარი მასტიმულირებელი ფაქტორები, რომ უკეთ გაეაზრებინა და ემოციური ინტელექტი უკეთ გაევითარებინა, მეტად დაემსგავსებოდა საკუთარ პერსონაჟს. იმის ნაცვლად, რომ დაეჯერებინა ქოთინგლის ფერიების და იმდროინდელი მედიუმების, რომლებიც მარტივ ხრიკებს იყენებდნენ პუბლიკის გასასულელებლად.
რწმენა, განზრახვა და მიზეზი
როგორც კონან დოილი, ყველანი იმ ილუზიით ვცხოვრობთ, რომ ჩვენ რაციონალური არსებები ვართ, თუმცა სიმართლე ისაა, რომ ჩვენი გონება რწმენის მანქანაა. ჩვენ მოტივირებულები ვართ, რომ ვირწმუნოთ. დავიბადეთ, რომ გვჯეროდეს – განსაკუთრებით ის, რისი დაჯერებაც გვსურს.
ადამიანის სტანდარტული ფსიქოლოგიური პოზა ასეთია: მივიდეს რწმენებამდე, ფართო ემოციური საჭიროებების გამო, და შემდეგ ეს საჭიროებები გამოიყენოს რწმენის გასამართლებლად. ჩვენ ჩვენივე ემოციების მონები ვართ, თუ კი მათ ამის უფლებას მივცემთ.
მრავალმნიშვნელოვანი ევოლუციური გაგებით, ჩვენი გონება ზუსტად ხვლიკის გონების მსგავსია, ძუძუმწოვრის გონებაში, პრიმატის გონებაში, რომელიც ადამიანის გონებაშია.
შეცნობა მეტწილად ჩვენს ქვეცნობიერში ხდება, ეს ის ადგილია, საიდანაც ემოციები მოდის. ემოციები ძირითადათ სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დამთმობი, ფორმირებული სტრატეგიებია, როგორებიცაა, შიში, ლტოლვა, შიმშილი, მღელვარება, ზიზღი, სიხარული და მწუხარება.
იდეა ისაა, რომ ემოციები პირდაპირ ახდენს კონკრეტული ქცევის წაქეზებას, მოსახდენისგან გამოწვეული რისკების გაუთვალისწინებლად და ჩვენ უბრალოდ განვიცდით შიშის ემოციას და შემდეგ ამ ემოციის მიხედვით ვიქცევით.
ფსიქოლოგ აბრაამ ჰაროლდ მასლოუმ ადამიანების ემოციური საჭიროებების კლასიფიკაცია მოახდინა, რასაც დღეს მასლოუს საჭიროებების იერარქიას ვეძახით. ძირეული ემოციების გარდა, ჩვენ ასევე გაგვაჩნია უფრო მაღალი ფსიქოლოგიური საჭიროებები, რომლებსაც ვეძებთ: გვსურს ვიყოთ დაცულები, გვსურს ვუყვარდეთ, გვქონდეს საკუთარი თავის პატივისცემა, და გამოცვადოთ, როგორც მასლოუმ დაარქვა, თვითრეალიზაცია.
ჩვენ გონებაში ელემენტარული სასჯელის და ჯილდოს სისტემა არის აწყობილი და როცა ფსიქოლოგიურ საჭიროებას ვიკმაყოფილებთ, გონება გვასაჩუქრებს: ის თავს კარგად გვაგრძნობინებს, და როცა რაიმე ჩვენთვის არახელსაყრელს გავაკეთებთ, ჩვენი გონება თავს ცუდად გვაგრძნობინებს, როცა ხელსაყრელ რაიმეს ვაკეთებთ, თავს კარგად ვგრძნობთ და ჩვენი ჯილდოს ცენტრში დოპამინის დოზები იგზავნება.
საჭიროებები, რომლებიც მოტივაციას გვაძლევს
კონტროლის მოთხოვნილება
ერთ-ერთი საჭიროება, რომელიც გვაგულიანებს, ეს არის კონტროლის სურვილი, ან როგორც მინიმუმ, ილუზია, ან კონტროლის განცდა. არ მოგვწონს, როცა თავს არაპროგნოზირებადი სამყაროს მსხვერპლებად ვგრძნობთ, და თავს უმწეოდ ვგრძნობთ უხილავ ძალებთან და ქაოსთან. ჩვენ მოგვწონს ფიქრი, რომ ვაკონტროლებთ საკუთარ თავს, ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს და გარემოსაც კი.
ცრუმორწმუნე აზროვნება
კონტროლის მოთხოვნილების ერთ-ერთი მანიფესტაციაა ცრუ რწმენების რწმენა. ჩვენ ვივითარებთ რწმენებს, რომ თუ რომელიმე კონკრეტულ აქტივობაში ჩავერთვებით, როგორღაც დაცულები ვიქნებით, ან წარმატებას მივაღწევთ მისი დახმარებით. ცრურწმენული პრაქტიკა გვიქმნის ილუზიას, რომ რაღაც კონტროლის დამყარება შეგვიძლია, სხვა მხრივ შემთხვევით მოვლენებზე.
სიმარტივის მოთხოვნილება
ადამიანებს სიმარტივის მოთხოვნილებაც გაგვაჩნია, რადგანაც, რაც უფრო მარტივია რაღაც, მით უფრო მარტივია მისი გაკონტროლება. არ მოგვწონს, როცა ჩვენი გარემოცვა, ჩვენი გასაკეთებელი საქმეები, ან მოვლენები, რაც მსოფლიოში ხდება, ჩვენში განცვიფრებას იწვევს. ამრიგად, ჩვენ მიდრეკილები ვართ ზედმეტად გავამარტივოთ ყველაფერი რაც გვერთულება, ამის შედეგად ვახდენთ კლასიფიცირებას და ვქმნით სტერეოტიპებს.
რატომ ვქმნით სტერეოტიპებს?
ჩვენ ვქმნით სტერეოტიპებს დიდი რაოდენობის რთული მონაცემების მარტივ წესად გადასახარშად. ეს შეიძლება დაგვეხმაროს კიდეც, როდესაც ვიაზრებთ, რომ ეს წესი მხოლოდ სქემატურია და ზედმეტად გამარტივებული მოდელია ბევრად გართულებული რეალობის.
თუმცა, როდესაც რეალობის ზედმეტად გამარტივებულ ვერსიებს რეალობად ვიღებთ, იქმნება ფანატიზმი, როდესაც ადამიანების ჯგუფს დავინახავთ, გვგონია ყველა ერთნაირ თვისებებს იზიარებს, იმის გააზრების ნაცვლად, რომ ჯგუფში მკაფიო განსხვავებულობა და კომპლექსურობა სუფევს.
მნიშვნელობის მოთხოვნილება
ჩვენ ასევე მოთხოვნილება გვაქვს, სამყაროს და ჩვენს სიცოცხლეებს, მნიშვნელობა ჰქონდეს. გვსურს ჩვენთვის არსებობდეს გეგმა, რაიმე რაც დანიშნულებას მოგვანიჭებს, გზა, რომელიც აზრს შესძენს იმ ყველა კომპლექსურ რამეს, რაც ცხოვრებაში ხდება.
ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ ყველაფერი რაღაცის გამო ხდება, თუმცა რეალობა, შეიძლება ის იყოს, რომ ყველაფერი უბრალოდ ხდება.
დიდ შედეგებს ყოველთვის დიდი მიზეზები არ სჭირდება
მიდრეკილება გვაქვს დავიჯეროთ, რომ დიდ შედეგებს აუცილებლად დიდი მიზეზები აქვთ. არ მოგვწონს იმის ფიქრი, რომ პატარა უვნებელ და კეთილთვისებიან საქმეს შეიძლება მასიური რეზულტატი მოჰყვეს.
ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია ჯონ კენედის მკვლელობა მოვიყვანოთ, დღესაც კი, ადამიანების დიდ ჯგუფს სჯერა, რომ კენედის მკვლელობა შეთქმულება იყო, რომელიც დიდმა ორგანიზაციებმა მოაწყვეს, რომლებიც მთავრობასთან საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ. არ სჯერათ, რომ ამის გაკეთება ერთ ადამიანს შეეძლო.
ღირსების შეგრძნების საჭიროება
ჩვენ გვჭირდება თავს ღირსეულებად ვგრძნობდეთ, არამარტო ვიღებდეთ საკუთარ თავს, არამედ ვგრძნობდეთ გარემოცვიდან პატივისცემას.
ეს დიდწილად იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ სოციალური ცხოველები ვართ. ჩვენი ემოციების და ფიქრების უმეტესობა შეზღუდულია გარშემომყოფებთან ურთიერთქმედებების მიხედვით. ჩვენ არამარტო ყურადღებას და სიყვარულს ვსაჭიროებთ სხვებისგან, ასევე გვჭირდება გავავითაროთ მაღალი დონი სოციალური უნარები, და ამის ნაწილია თვით-დაფასება და ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ როგორ გვხედავენ სხვები.
ღირსების შეგრძნების საჭიროება ხშირ შემთხვევაში ეგოს ქონისკენაა მიმართული, გარკვეული ხარისხის ეგო გამოსადეგიცაა, თუმცა, ის შთაგვაგონებს, რომ სამყაროს ისეთი ინტერპრეტაცია წარმოვადგინოთ, როგორიც ჩვენს ეგოს ესიამოვნება.
ფუნდამენტური მიკუთვნების შეცდომა
ფსიქოლოგიაში, ფუნდამენტური მიკუთვნების შეცდომა ტენდენციაა, ვეძებოთ მიზეზი გარე ფაქტორებში, საკუთარი ქმედების გასამართლებლად. ამ დროს, საკუთარი თავის მიმართ დიდ სიკეთეს ვიჩენთ და რაციონალიზებას ვუკეთებთ ნებისმიერ ქმედებას, საკუთარი ღირსების შეგრძნების დასაცავად.
ჩვენ ასევე ვცდილობთ თავიდან ავირიდოთ სოციალური გაურკვევლობა ან სტიგმა. მაგალითისათვის, ვერიდებით შეუთავსებლად გამოჩენას. გვსურს ჩვენი ქმედებები და რწმენები სხვებთან შესაბამისი წარმოვაჩინოთ.
ჩვენ ასევე ძლიერი წინაღობა გაგვაჩნია შეცდომის აღიარებისას. არ მოგვწონს, როცა ვაღიარებთ რომ შევცდით, ან ნაკლი გაგვაჩნია, რადგანაც ეს პირდაპირ ურტყამს ჩვენს ღირსებას და ეგოს.
შემეცნებითი არეულობა (კოგნიტური დისონანსი)
მოტივების უმეტესობის ჩვენს ქცევებზე და ფიქრებზე ზემოქმედება შეგვიძლია ავხსნათ კოგნიტური დისონანსის თეორიით, რაც გონების მდგომარეობას გულისხმობს, როცა ორი რწმენა ერთმანეთის თანზიარადაა ჩვენს გონებაში, რომლებიც ერთობლიობას ქმნის, ან კონფლიქტში მოდის ერთმანეთთან. ჩვენ არ მოგვწონს შემეცნებითი არეულობის შეგრძნება, ამიტომაც ვცდილობთ ამ არეულობის დალაგებას.
საწყის ეტაპზე, ჩვენ შეგვიძლია, შემეცნებითი არეულობის პრობლემა დანაწილებით მოვაგვაროთ, დავიტოვოთ ორივე რწმენა ერთმანეთისგან განცალკავებულად, თუმცა როცა ისინი კონფლიქტში მოდიან, როგორღაც უნდა გადავჭრათ ის.
კონფლიქტის მოგვარების ადაპტაციური გზა არის რწმენების განახლება, თუ ისინი კონფლიქტში მოდიან ერთმანეთთან, ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად უნდა შეიცავდეს შეცდომას. ჩვენ შეგვიძლია მოვნახოთ შეცდომა და დავალაგოთ არეულობა, თუმცა ამის ნაცვლად იმ რწმენის რაციონალიზაციას ვახდენთ, რომლის დატოვებაც გვსურს.
გრძნობები, რომლებიც მოტივაციას გვაძლევს
სამართლიანობა
ერთ-ერთი განცდა რაც გვაგულიანებს, არის სამართლიანობის განცდა. ეს არ არის ნასწავლი აზრი, ის ბუნებრივი და თანდაყოლილია. როგორც დაკვირვებით ჩანს, ცხოველებსაც გააჩნიათ სამართლიანობის თანდაყოლილი განცდა. მაგალითისათვის, არსებობს ჩიტების სახეობები, რომლებიც ერთმანეთს იცავენ მტაცებლებისგან, რაც მათ ურთიერთმომგებიანობის და სამართლიანობის გაგებაზე მიუთითებს.
არსი
ჩვენ გაგვაჩნია რაობის განცდაც, წარმოდგენა, რომ უსულო საგნებს საკუთარი ისტორიის არსის ტარება შეუძლიათ.
ფსიქოლოგი ბრიუს ჰუდი თავის წიგნში “SuperSense” აზრით ექსპერიმენტს გვთავაზობს:
“ატარებდი ჯემპრს, რომელიც ცნობილი სერიული მკვლელის საკუთრება იყო? თუ ატარებ, შენ 20 დოლარს მიიღებ, ჯემპრი კარგადაა გარეცხილი, 100 %-ით სუფთაა, მასზე არაა არც სისხლი, არც სხვა კვალი. უბრალოდ ჯემპრია, რომელიც ეკუთვნოდა ცნობილ სერიულ მკვლელს.”
ადამიანების უმეტესობა ჯემპრის ჩაცმაზე უარს აცხადებს. კომფორტულად იქნები თუ ჯემპრს ჩაიცვამ? თუ არა, რატომ? ის უბრალოდ მატყლია, ან ბამბა, მას არ შეუძლია რაიმე დაგიშაოს. თუმცა, ჩვენ მაინც განვიცდით ზიზღს.
ეს იმის გამოა, რომ ჩვენ რაობის განცდა გვაქვს, რომელიც გვეუბნება, რომ უსულო საგნებს ისტორიის შენახვა ძალუძთ. რაღაც სხვანაირი ჩანს ჯემპრი, როცა ვიცით, რომ ის სერიულ მკვლელს ეცვა. ის რაღაც მხრივ, სულიერადაა დასნებოვნებული. როდესაც, ამ რწმენას ჩავეძიებით ვხვდებით, რომ უაზრობაა.
სხვების ქცევებზე ზეგავლენის მოხდენა
მაგალითისათვის ავიღოთ მოწოდება: ჩვენ არ გვსურს ნასვამი ატარებდე მანქანას.
როდესაც გვსურს სხვების ქმედებაზე ზეგავლენის მოხდენა, ჩვენი პირველადი ინსტინქტია, მივაწოდოთ მათ ინფორმაცია, რომლითაც სწორ დასკვნამდე უნდა მივიდნენ – თუმცა, როგორც კვლევები აჩვენებს, ეს მეთოდი არაეფექტურია.
რთულია შეცვალო ადამიანის ქმედებები მისთვის რაციონალური არგუმენტების მიწოდებით, მათი ქმედებები, მეტწილად, მაინც მათივე რწმენებით და ემოციებით იქნება მოტივირებული.
თუმცა, თუ ჩვენს ძალისხმევას ადამიანის ემოციებისკენ მივმართავთ, ეფექტი საგრძნობლად გაიზრდება. ძველი ჩვევების დავიწყება მათთვის მაინც რთული იქნება, თუმცა თუ სოციალური წნეხით დატვირთავ მას, შეგიძლია გამოიყენო ტექნიკა, რომელსაც სოციალური ნორმალიზება ეწოდება. თუ ადამიანს ეტყვი, რომ საჭესთან სხვა ადამიანები არ ჯდებიან ნასვამები, ეს ბევრად დიდ ზეგავლენას მოახდენს მასზე, ვიდრე იმ მიზეზების ჩამოთვლა, თუ რატომ, არ უნდა დაჯდეს საჭესთან ნასვამი.
განსხვავება ბავშვებსა და ზრდასრულებს შორის
ბავშვები ძალიან სოციალურად შეუსაბამოები არიან. მათი ტვინები ბოლომდე არაა განვითარებული, განსაკუთრებით წინა მხარე, რომელიც სოციალიზების შესაძლებლობას გვაძლევს, საკუთარი ქმედების დაგეგმვის შესაძლებლობას და იმის გააზრებას, თუ როგორ იქნება ის სხვებისგან მიღებული. ბავშებს ძირითადად იგივე საბაზისო მოტივები და ემოციები გააჩნიათ, რაც ზრდასრულებს, თუმცა მათ არ აქვთ სოციალური ფილტრი, რაც ჩვენ ადგილზე გვაქვს, ამიტომაცაა, რომ მათი მოტივები ბევრად უფრო მკაფიო და გასაგებია. შესაბამისად, ბავშვები ადამიანური ემოციების და მოტივების ფანჯარად ითვლებიან.
ზრდასრული ადამიანებს უკეთ გამოგვდის საკუთარი მოტივების და ემოციების დაფარვა. ჩვენ უკეთ შეგვიძლია რაციონალური ახსნა მოვუპოვოთ, იმას რისი დაჯერებაც გვსურს, და უკეთ ვადებთ სოციალური მიმღებლობის ბეჭედს ჩვენს ქმედებებს. თუმცა, როგორც ვთქვით, მოზრდილების და ბავშვების ძირითადი ფსიქოლოგიური მოტივები, დიდწილად ერთმანეთის მსგავსია.
ირონიულია, რომ მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს, არა აუცილებლად, უკეთ გამოსდით გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა მათი ძლიერი მხარე საკუთარი გადაწყვეტილებების რაციონალურად ახსნაა.
დაელოდეთ გაგრძელებას