10 ფაქტი ასტრონომიის შესახებ
1. პლანეტა ვენერას ზედაპირზე დღის განმავლობაში ტემპერატურა 430 ცელსიუსს აღწევს.
2. დედამიწიდან მთვარის მხოლოდ ერთი მხარე მოჩანს, მეორე ნაწილი კი დედამიწიდან უხილავია.
3. მთვარეზე ყველაზე დაბალი ტემპერატურა -164 გრადუსი ცელსიუსია, ყველაზე მაღალი კი +117 გრადუსი.
4. მთვარეზე ყველაზე მაღალი მთის სიმაღლე 11 500 მეტრს აღწევს. ეს იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე ევერესტი.
5. მთვარე მზეზე 400-ჯერ მცირე ზომისაა და, ამავე დროს, 400-ჯერ ახლოსაა ჩვენთან. სწორედ ამიტომ ხდება მზის სრული დაბნელება.
6. დედამიწა მზის სისტემაში ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც ღმერთის სახელი არ ჰქვია.
7. მზის სინათლეს დედამიწამდე მოსაღწევად 8.5 წუთი სჭირდება.
8. პლანეტა იუპიტერის მასა დედამიწისას 318-ჯერ აღემატება, ხოლო დედამიწის მასა 600 ტრილიონ ტონას შეადგენს.
9. პლანეტა ვენერაზე დღე-ღამე უფრო გრძელია, ვიდრე წელიწადი.
10. ადამიანის შეუიარაღებელ თვალს უკუნით ღამეში შეუძლია 5 ათასი ვარსკვლავის დანახვა.