10 ცუდი ჩვევა, რომლებიც უნდა მოვიშოროთ
ზოგჯერ არა ის, რასაც აკეთებ – არამედ მნიშვნელოვანია ის, რასაც არ აკეთებ.
დამოკიდებულებები, მოწონების ძიება, კამათი, თავდაცვითი მექანიზმები, აზარტული თამაშები, ტყუილის თქმა, დროის ფლანგვა და…
წარმოგიდგენთ ყველაზე ცუდ 10 ჩვევას, რომლებიც სასწაფოდ უნდა მოვიშოროთ!
*სტატია ნათარგმნია lifelesson.co-დან. სტატიის ავტორი lifelesson.co-ს ბლოგერი.
#10 კამათი
ადამიანებთან კამათი ერთ-ერთი ყველაზე სულელური რამაა, რაც შეიძლება გააკეთო.
უმეტეს ადამიანთან კამათი, იგივეა რაც, ეკამათო კედელს. შენ გაბრაზდები და იმედები გაგიცრუვდება, მას შემდეგ რაც არ მოისმენს შენს არგუმენტებს და ვერაფერს გაიგებს.
სანამ ვინმესთან კამათს გადაწყვეტ, გახსოვდეს, რომ…
ადამიანების უმეტესობა:
- უარს ამბობს მიზეზების მოსმენაზე.
- არ შეიცვლის აზრს, იმის მიუხედავად, რაც არ უნდა თქვა.
- არ აღიარებენ, რომ შეცდნენ, იმის მიუხედავად, გააცნობიერებენ თუ არა ამას.
ასე არაა?
“ვინმე, თუ ფაქტებს მნიშვნელობას არ ანიჭებს, რა ფაქტი უნდა მოიყვანო ისეთი, რომელსაც ისინი დააფასებენ? თუ ვიღაც ლოგიკას არ აფასებს, რა ლოგიკური არგუმენტი უნდა მოიყვანო, რომ მათ ლოგიკის მნიშვნელობა აჩვენო?” – სემ ჰარისი
კიდევაც, რომ “გაიმარჯვო”, ის მაინც არ შეიცვლის საკუთარ აზრს.
ზოგჯერ ადამიანები გვეთანხმებიან, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ვხედავთ, როგორ იბრუნებენ ძველ რწმენებს და ქცევებს. მათი აზროვნება არ იცვლება, მათი ქცევები არ იცვლება, მათი ქმედებები არ იცვლება. არაფერი იცვლება.
ლოგიკა და აზროვნება ადამიანებზე ზემოქმედების და მათი დარწმუნების საუკეთესო მექანიზმები რომ იყოს, მედია და სარეკლამო სააგენტოები მას გამოიყენებდნენ. თუმცა, ეს ასე არაა. ამის ნაცვლად, ისინი ემოციებს და გრძნობებს იყენებენ შენით მანიპულირებისთვის, რადგანაც მათ იციან, ადამიანების უმეტესობა არ იღებს გადაწყვეტილებებს ლოგიკაზე დაყრდნობით, არამედ ემოციებით, იმის მიხედვით ეს მათ სიამოვნებას მიანიჭებს თუ ტკივილს აარიდებს.
კამათი დროის ფუჭი ფლანგვაა. რამდენჯერ შეგიცვლია ვინმეს აზრი კამათისას?
შეიძლება “ერთხელ” ან “რამდენჯერმე”, თუმცა რას იტყვი იმ ათობით საათზე, რომელიც ფუჭად გაფლანგე ისეთ ადამიანებთან კამათში, რომლებიც აზრს არ შეიცვლიდნენ, იმის მიუხედავად, რა არგუმენტიც არ უნდა მოგეყვანა, რა ფაქტებიც არ უნდა დაგედო მათ წინაშე.
“არასდროს ეკამათო იდიოტს. ისინი უბრალოდ მათ დონეზე დაგიყვანენ და გაჯობებენ გამოცდილებით.” – ჯორჯ კარლინი
#9 მოწონების ძიება
ყუადღების მაძიებელი ხარ?
გინდა, რომ ყველას მოსწონდე?
მე ყურადღების მაძიებელი ვიყავი, ბავშობაშიც და თინეიჯერობის ასაკშიც. მე ვცდილობდი ყველასთვის მესიამოვნებინა, ვფიქრობდი, რომ ეს იყო ერთადერთი გზა რომლითაც სხვების მოწონებას დავიმსახურებდი, ვყოფილიყავი ზედმეტად მისაღები და მეძებნა ურთიერთგაგება ნებისმიერ ფასად.
თუმცა, ეს არ მუშაობს.
ასე იყო 26 წლამდე, შემდეგ წავიკითხე წიგნი, რომლიდანაც ვისწავლე, რომ არ მჭირდებოდა საკუთარი თავის წარმოჩენა/გამართლება/ახსნა ვინმესთვის.
ეს ჩემთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა.
საჭირო არაა კითხვებზე ვუპასოხო?
საჭირო არაა საკუთარი თავი განვმარტო?
საჭირო არაა ჩემი გადაწყვეტილებები გავამართლო?
მე გავაანალიზე, რომ სხვებისგან მოწონების და დამტკიცების ძიებისას ჩემს ძალას ვთრგუნავდი. და უამრავი “მეგობარი” ჩემს ამ თვისებებს ჩემზე მანიპულირებისთვის იყენებდა.
ჩემში ბრაზი და ზიზღი წამოიშვა, და ამ მომენტის შემდეგ გადავწყვიტე არასდროს მეძებნა მოწონება არავისგან, მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იქნებოდნენ ისინი: მეგობრები, ოჯახი, უფროსები, კოლეგები, ქალები, უცნობები….
მანამდე მე საოცრად მეგობრული ვიყავი ყველას მიმართ.
მე მათ ისე ვექცეოდი, როგორც სურვილი მქონდა მომქცეოდნენ.
თუმცა ამ მომენტის შემდეგ მე ეს ჩვევა დავძლიე.
შენ რას იტყვი?
დარწმუნებული თუ არ ხარ, ამ ჩამონათვალს გადახედე, სადაც რამდენიმე ქცევაა მოყვანილი, რომელიც ყურადღების და მოწონების მაძიებელ ადამიანებს ახასიათებთ:
- ყურადღების მიპყრობის მცდელობები.
- უფლების თხოვნა, როცა ეს საჭირო არაა.
- უმიზეზოდ მობოდიშება.
- ზედმეტად ხმაურიანი საუბარი.
- ყველაფერზე დათანხმება და ურთიერთგაგების ნებისმიერ ფასად ძიება.
- ზედმეტად დაინტერესება სხვა ადამიანებსი აზრებით და შეხედულებებით.
- ისეთი ჩაცმულობა, რაც ყველაზე მეტად მიიპყრობს ყურადღებას.
- კომპლიმენტებზე ნადირობა.
- ისეთი ისტორიების მოყოლა საკუთარ თავზე, რითაც კომპლიმენტებს დაიმსახურებ.
- არასასაცილო რაღაცებზე სიცილი.
- მცდელობა, იყო ის, ვინც არ ხარ.
მოულოდნელობა არაა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი სხვებისგან მოწონების მაძიებელია.
მეინსტრიმული მედიის და ფილმების მიხედვით ბედნიერება შიგნიდან არ მოდის, ის სხვა ადამიანებისგან მოდის, იმის მიხედვით თუ რას ფიქრობენ ჩვენზე.
სხვები გვაბედნიერებენ?
ყველას უნდა სხვების სიყვარული. ეს გასაგებია.
მე მინდა.
შენც გინდა.
ყველას გვინდა.
თუმცა სხვებისგან მოწონება არ უნდა ვეძებოთ. ამ დროს მათ ჩვენზე ზემოქმედების და მართვის საშუალებას ვაძლევთ. და როცა ვეღარ ვიღებთ მათგან ყურადღებას, მოწონებას, ჩვენ თავს არარაობად ვგრძნობთ. ჩვენ ვხვდებით სხვების მონები.
მოიშორე დამოკიდებულებები სხვების აზრის მიმართ, საჭირო არაა ვინმეს რამე აუხსნა ან საკუთარი თავი მოაწონო.
რადგანაც:
- შენ არავის ქვემოთ არ ხარ.
- შენ არ ხარ ვინმეზე ნაკლები.
- შენი სამუშაო სხვების გახალისება არაა.
თუ შენ საკუთარ თავს მიიღებ – სხვებიც მიგიღებენ.
თუ შენ საკუთარი თავი მოგწონს – სხვებსაც მოეწონები.
თუ საკუთარ თავს პატივს სცემ – სხვებიც გცემენ პატივს.
“იდარდე, იმაზე თუ რას ფიქრობენ სხვები შენზე, და შენ ყოველთვის მათი ტყვე იქნები.” – ლაო ცუ
#8 სხვების და საკუთარი თავის მოტყუება
ტყუილები მძულს.
თუმცა, როგორც ჩანს უმცირესობაში ვარ.
ყველა ტყუის.
“მინდა რაღაც ვუთხრა ამერიკელ ხალხს. მინდა, რომ მომისმინოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მე არ მქონია სექსუალური ურთიერთობა ამ ქალთან. ტყუილი არასდროს არავისთვის მითქვამს. გავრცელებული განცხადებები ტყუილია.” – ვილ კლინტონი.
“ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ.” – ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი.
“წინააღმდეგი ვარ ქორწინებამდე სექსის.” – ბრიტნი სპირსი
“ნარკოტიკებს არ მოვიხმარ.” – პერის ჰილტონი.
“არასდროს მიმიღია დოპინგი. მე ბუნებრივი ათლეტი ვარ.” – ლენს არმსტრონგი.
რატომ ტყუიან ადამიანები?
- იმის მისაღებად, რაც სურთ.
- იმის არ გასაკეთებლად, რაც არ სურთ.
- პასუხისმგებლობების არ ასაღებად.
- სიძნელეების თავიდან ასარიდებლად და იმიჯის შესანარჩუნებლად.
- ადამიანებისთვის გულის ტკენის ასარიდებლად.
- რათა ჟღერდნენ საინტერესოდ, მნიშვნელოვნად.
- რათა გაგასულელონ, შენზე ზემოქმედება მოახდინონ.
- რათა თავი სულელად წარმოაჩინონ.
- რადგან ეშინიათ და სასჯელის თავიდან არიდება სურთ.
- სხვისი გრძნობებით სათამაშოდ.
თუმცა, ტყუილი იმდენად საჭიროც არაა, როგორაც ეს ადამიანების უმეტესობას სჯერა.
შენ მატყუარა ხარ?
ადამიანები საკუთარ თავებს ატყუებენ ყოველ დღე.
- მე კარგად ვარ.
- გული არ მტკენია, უბრალოდ გაბრაზებული ვარ.
- არ მაინტერესებს სხვები რას იტყვიან. შეუძლიათ მაკრიტიკონ.
- მნიშვნელობა არ აქვს. უკვე დასრულდა. მასზე აღარ ვფიქრობ.
- ხვალ გავაკეთებ.
- ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო.
- ჩემი ბრალი არაა.
- ამასთან საერთო არაფერი მაქვს.
- დამოკიდებული არ ვარ.
- პრობლემა არ მაქვს.
- საქმე ფულს არ ეხება.
ჩემი რჩევა:
საკუთარ თავს ნურაფერს მოატყუებ. ნურც სხვებს.
ტყუილი არაფერს ცვლის, ის არ ჭრის პრობლემებს და არც არაფერს აუმჯობესებს. ის იწვევს დელუზიას.
ისწავლე შეიყვარო სიმართლე, იქნება ის კარგი, ცუდი, საშინელი თუ უხერხული.
“გულწრფელობა პირველი თავია კეთილგონიერების წიგნის.” – ტომას ჯეფერსონი.
#7 სხვებისთვის უფლების მიცემა, გითხრან რა სჯობს შენთვის
არ მისცემ უფლება სხვებს გითხრან:
- რა იფიქრო.
- რისი გჯეროდეს.
- რას ნიშნავს რაღაც.
- რა არის მნიშვნელოვანი.
- რაზე ფოკუსირდე.
- რა არის ‘ფაქტები’.
- რა არის ‘სიმართლე’.
- ვინ არიან ‘კარგი ტიპები’.
- ვინ არიან ‘ცუდი ტიპები’.
- ვის ენდო.
არც ‘ავტორიტეტებს’ და ‘ექსპერტებს’.
რატომ?
‘ექსპერტები’ და ‘ავტორიტეტები’ ცდებიან.
“ფიქრი ყველაზე რთული სამუშაოა, ამიტომაცაა ფიქრით ყველაზე ცოტა ადამიანი დაკავებული.” – ჰენრი ფორდი.
#6 თავდაცვის მექანიზმები
პატივი დასდე საკუთარ თავსაც და სხვებსაც, რომ:
თუ ცდები – აღიარე.
თუ შეცდომა დაუშვი – აღიარე.
თუ ყველაფერი აურიე – აღიარე.
არაფერია იმაზე უარესი, იყო ადამიანთან, რომელიც არასდროს იღებს პასუხისმგებლობებს, არასდროს აღიარებს თავის შეცდომებს და ყველაფერზე აქვს გამართლება.
გავრცელებული თავდაცვითი მექანიზმებია:
- თავის მსხვერპლად წარმოჩენა. ‘კარგი, მე ცუდი ადამიანი ვარ, შენ იდეალური.’
- აგრესია. აგრესიული ქცევა, იმისათვის, რომ თემა შეცვალონ და მარტო დაგტოვონ.
- დადანაშაულება. ‘ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ შენ მითხარი…’
- თემის შეცვლა. ‘ამაზე საუბარი არ მინდა. შენკენ რა ხდება?’
- უარყოფა. ‘ეს მე არ გამიკეთებია. მე არ ვყოფილვარ.’
- თავდაცვა. ‘არ მაინტერესებს. ვის აინტერესებს შენი აზრი.’
- დისოციაცია. მენტალურად საკუთარი სამყაროს შექმნა.
- მობოდიშება/რაციონალიზაცია. ‘მოვიტყუე, რადგან ასე იყო საჭირო.’
- პროექტირება. ‘მე ასეთი არ ვარ.’
ზოგიერთი ადამიანი იმდენად არამტკიცეა, რომ სხვებისგან არცერთი ფორმის კრიტიკის მიღება არ შეუძლია.
“თუ ვინმე გეტყვის, რომ ვიღაც შენზე ცუდს საუბრობს, თავს ნუ იმართლებ შენ გამო ნათქვამისთვის, არამედ უპასუხე: “მან არ იცოდა ჩემი სხვა შეცდომების შესახებ, თორემ მხოლოდ ამათ არ ახსენებდა.” – ეპიქტეტუსი (ძვ.წ 100)
#5 დროის ფლანგვა
“დღეს ხარ ყველაზე ასაკოვანი, ვიდრე ოდესმე ყოფილხარ და ყველაზე ახალგაზრდა, ვიდრე ოდესმე იქნები.” – ელეანორ რუზველტი.
შენი ცხოვრების უკეთესისკენ შეცვლა თუ გსურს, დროის ფლანგვას მოეშვი.
უპასუხე ტელეფონს, მაშინ როცა ის დარეკავს.
უპასუხე მეილს, მაშინ როცა მოვა.
დაიპყარი შესაძლებლობა, როგორც კი გამოჩნდება.
ნუ იფიქრებ მასზე. ნუ ისაუბრებ. უბრალოდ გამოიყენე.
- ნუ დაელოდები პირველ იანვარს.
- ნუ დაელოდები შემდეგ წელს.
- ნუ დაელოდები შემდეგ თვეს.
- ნუ დაელოდები შემდეგ კვირას.
- ნუ დაელოდები ხვალინდელ დღეს.
- ნურც საღამოს.
ადამიანების უმეტესობა ფლანგავენ საკუთარ ცხოვრებებს. ცხოვრობენ მომავლის წარმოსახვით დღის იმედად, რომელიც ოდესღაც დადგება და იმ დღეს იმას გააკეთებენ, რისი გაკეთებაც სურთ.
ნუ იზამ ამას.
ნუ გაფლანგავ შენი დღის საუკეთესო საათებს და შენი ცხოვრების საუკეთესო წლებს.
თუ რაიმე მნიშვნელოვანია შენთვის, გააკეთე ის ახლა.
შეიძლება საუკეთესო დრო არ იყოს, თუმცა ეს ერთადერთი დროა როცა შეგიძლია.
როცა ფლანგავ დროს, ფლანგავ ყველაზე ფასეულ რაღაცას, რაც გაგაჩნია.
დრო ფულზე მნიშვნელოვანიც კი არის. შეიძლება მილიონები დაკარგი, და ისევ იშოვო.
თუმცა დროს ვერ დაიბრუნებ. ვერ დაიბრუნებ ერთ დღესაც კი. როცა დრო გადის, ის სამუდამოდ წარსულს ებარება.
#4 არაპუნქტუალურობა, არასანდოობა და არასაიმედოობა
დღევანდელ დროს, უამრავი ადამიანი არაორგანიზებული, არასაიმედო და არასანდოა.
სიტყვები და დაპირებები არაფერს ნიშნავს. არაფერზე ნაკლებს.
ნუ იქნები ერთ-ერთი მათგანი.
თუ იტყვი, რომ რაღაცას გააკეთებ – გააკეთე.
თუ დაპირდება – ნუ დაივიწყებ.
უბრალოდ ნუ დაარღვევ პირობას, ნუ გააცდენ შეხვედრას – ეს უპატივცემულობის გამომჟღავნებაა სხვების მიმართ.
პატივი ეცი სხვების დროს. იყავი საიმედო. სანდო.
#3 აზარტული თამაშები
აზარტული თამაშები საოცრად ჩათრევი და დამაზიანებელი რამაა.
ის შენ დაგიჭერს, ისე რომ ვერც გაიაზრებ. ვერ გაჩერდები, რომც გინდოდეს.
მას შენი ცხოვრების არევა შეუძლია.
მე თამაშზე დამოკიდებული ვიყავი 18-20 წლის ასაკში. ათასობით დოლარი მომიგია და წამიგია ტოტალიზატორში, მაშინც როცა ახალ ზელანდიაში ვცხოვრობდი. ეს მანამ გრძელდებოდა სანამ ერთ კვირაში ყველაფერი (23 000 დოლარზე მეტი) არ წავაგე, ამ დროს განცდილი ტკივილი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მეთქვა “საკმარისია”.
ახლა შემიძლია ვთქვა:
აზარტული თამაშებით სწრაფად ვერ გამდიდრდები. თუმცა შეგიძლია სწრაფად გაღარიბდე.
ვერ დაამარცხებ ბუკმეკერებს.
ვერ დაამარცხებ კოეფიციენტებს.
კაზინოში ყველა არჩევანი ცუდი არჩევანია.
თამაშისას მხოლოდ ორი რამ შეიძლება მოხდეს:
- შენ აგებ – რაც უმეტესად ხდება ხოლმე.
- შენ იგებ – შენ გიხარია, და სიამოვნება გარწმუნებს, რომ უფრო ხშირად ითამაშო.
ამიტომაც ხდება ხოლმე დამწყების იღბალი ყველაზე ცუდი სამსახური. პირველი შეხებისას მოგება თამაშს პოზიტიურ ემოციებთან ასოცირებას უკეთებს და მახეში გიტყუებს.
მოგებისთვის საჭიროა მოუგო კოეფიციენტებს და მათემატიკურად შეუძლებელია თანმიმდევრულად მოუგო კოეფიციენტებს დროის დიდ მონაკვეთში.
დაივიწყე ის ვიღაცა, ვინც 100 მილიონი მოიგო ლატარეაში. შენი მოგების შანსი ერთი მილიონთანაა. 99.9 პროცენტი წაგებულია.
ყურადღებას ნუ მიაქცევ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი მოგებებით გეტრაბახებიან. მათ შენთვის არ უთქვამთ, თუ რამდენი წააგეს.
რამდენ მილიონერის შესახებ გაგიგია, რომელიც თამაშით გამდიდრდა?
არცერთი.
ერთადერთი ვინც მდიდრდება კაზინოს მფლობელია. და ის არ თამაშობს.
ჩემი თუ არ გჯერა, მოუსმინე სტინ ვაინს, რომელიც 45 წლის მანძილზე ლას ვეგასში ფლობდა და მართავდა ვაინსის კაზინოს.
სტივი ინტერვიუში ამბობს: “ერთადერთი გზა კაზინოში მოსაგებად, მისი ფლობაა.”
ინტერვიუერი: “გინახავთ ვინმე ვისაც კაზინოში დიდი ფული მოუგია და სახლში წასულა?”
სტივი: “არავინ”.
მე მესმის რატომ თამაშობენ ადამიანები.
თამაში ამაღელვებელია. როცა იგებ, უკეთესი არაფერია.
შენი გუნდი იგებს. შენ იგებ. უფასო ფული. გამარჯვება.
მაგრამ, როცა აგებ (და უმეტესად აგებ) ეს საშინლად დეპრესიულია.
თუ უკვე ჩათრეული ხარ, დახმარების ძებნა დაიწყე და ნუ ეცდები წაგებული ფული მოიგო.
ნუ შეცდები ის დაიბრუნო რაც წააგე.
ვერ დაიბრუნებ.
#2 ყველა სახის დამოკიდებულება(ადიქცია)
ადიქციური პიროვნება ხარ?
მე ვარ.
ცხოვრების მანძილზე უამრავ რამეზე ვყოფილვარ დამოკიდებული:
- შოკოლადი.
- ყავა.
- ენერგეტიკული სასმელები.
- სწრაფი კვება.
- შაქარი.
- თამაში.
- ვარჯიში.
- ინტერნეტი.
- საბრძოლო ხელოვნებები.
- თვითგანვითარება.
- ვიდეო თამაშები.
- იოგა.
მნიშვნელობა არ აქვს კარგია თუ ცუდია, ჯანმრთელია თუ არა, მე მარტივად ვხდები დამოკიდებული.
შენ რაზე ხარ დამოკიდებული?
შესაძლო ადიქციებია:
- ალკოჰოლი.
- ყავა.
- სიგარეტი.
- შოკოლადი.
- ნარკოტიკები.
- Facebook.
- Instagram.
- ინტერნეტი.
- “ჯანქ ფუდი”.
- ფილმები.
- პორნო.
- შაქარი.
- ტელევიზორი.
- ვიდეო თამაშები.
- მოსაწევი.
- სხვების აზრი.
რაც არ უნდა იყოს, შენ ის უნდა დაძლიო. და ყველაზე კარგი მეთოდი რაც ვიცი, მისი კარგი ჩვევით ჩანაცვლებაა.
თუ აუცილებლად უნდა იყო რამეზე დამოკიდებული, იყავი კარგ რამეზე.
“ადიქცია იწყება ტკივილით და მთავრდება ტკივილით.” – ეკჰარტ ტოლლე.
#1 სხვების შეცვლის მცდელობა
დაივიწყე სხვების შეცვლის სურვილი.
ეს შეუძლებელია.
არ გჯერა?
შეგიცვლია ერთი ადამიანი მაინც?
რათქმაუნდა არა.
შენ ვერ შეცვლი:
- შენს მშობლებს.
- შენს შვილებს.
- შენს პარტნიორს.
- შენს მეუღლეს.
- შენს ოჯახს.
- შენს მეგობრებს.
ვერავის შეცვლი.
რომ შეგეძლოს, შეცვლიდი.
მაგრამ არ შეგიძლია.
ადამიანები ისეთები არიან როგორებიც არიან. მათ ვერ შეცვლი. ისევე, როგორც ვერ შეგცვლიან ისინი.
რეზიუმე
10. კამათი.
9. მოწონების ძიება.
8. სხვების და საკუთარი თავის მოტყუება.
7. სხვებისთვის უფლების მიცემა, გითხრან რა სჯობს შენთვის.
6. თავდაცვის მექანიზმები.
5. დროის ფლანგვა.
4. არაპუნქტუალურობა, არასანდოობა და არასაიმედოობა.
3. აზარტული თამაშები.
2. ადიქციები
1 სხვების შეცვლის მცდელობა
როგორ დავძლიოთ ცუდი ჩვევა?
რომელი ცუდი ჩვევის დაძლევა გსურს?
დაუკავშირე მას იმ დონის ტკივილი, რაც საშუალებას არ მოგცემს განაგრძო მისი კეთება.
ნუ იფიქრებ იმ ბენეფიტებზე, მასთან ერთად რაც გექნებოდა.
ნუ იფიქრებ იმ კარგ მოგონებებზე, რაც მასთან ერთად გქონია.
ნუ მისცემ მას მეორე შანსს.
გსმენია ჩეროკის ტომის ინდიელების ამბავი?
“ერთ საღამოს ერთმა მოხუცმა ჩეროქმა შვილიშვილს იმ ბრძოლის შესახებ უამბო, რომელიც ადამიანების შიგნით მიმდინარეობს. ‘შვილო, ბრძოლა ჩვენში მიდის ორ “მგელს” შორის.’
ერთი ბოროტია. ის არის ბრაზი, შური, ეჭვი, ნაღველი, სინანული, სიხარბე, ქედმაღლობა, საკუთარი თავის სიბრალული, დანაშაულის შეგრძნება, აღშფოთება, არასრულფასოვნების შეგრძნება, ტყუილები, ამპარტავნობა, უფროსობა და ეგო.
მეორე კარგია. ის არის სიხარული, მშვიდობა, სიყვარული, იმედი, სიმშვიდე, თავმდაბლობა, სიკეთე, გულუხვობა, ემპათია, სულგრძელობა, სიმართლე, თანაგრძნობა და რწმენა. “
შვილიშვილმა რაღაც დრო იფიქრა და ბაბუას კითხა: “რომელი მგელი იგებს?”
ჩეროქმა მარტივად უპასუხა: “ის, რომელსაც გამოკვებავ.”
სტატია ნათარგმნია lifelessons.co-დან. ორიგინალი სტატიის სანახავად დააკლიკეთ ამ წარწერას.
თუ სტატია ბოლომდე წაიკითხე და მოგეწონა კარგი იქნება კომენტარის სახით დააფიქსირო შენი აზრი.