პატრიარქი რომ ვიყო ასეთ რამეს ვიტყოდი ქადაგებაში:

       აკა ნუცუბიძე 

      1. მორწმუნეებო თავი დაანებეთ ფეისბუქში სხვების დასანახად ლოცვას.

      2. თავი დაანებეთ ათეისტებთან უაზრო დავას.

      3. ათასი ცოდვის ჩადენის შემდეგ ვითომ მონანიება საქმეს არ შველის.

      4. მუშტით საქმე არ კეთდება და არცერთი არ ხართ ქრისტეს ჯარისკაცები.

      5. ღმერთს თქვენი დაცვა არ სჭირდება, აქეთ ეხვეწეთ რომ დაგიცვათ სხვებისაგან.

      6. მარხვა და დიეტა სხვადასხვაა.

      7. მანქანაში ხატების გამოფენა,ეკლესიური წარწერების გაკეთება და მერე ამავე მანქანაში სიგარეტის და                        პლანის ბუღში ბოზებთან კოცნაობა არის ღორობა.

   8. ცოლის ქუჩაში კოცნა არ არის ცოდვა, ცოდვა არის ცოლს რომ ეუფროსები და ვაჟკაცი გგონია თავი.

   9. სხვის ცხოვრებას თავი დაანებეთ და ყველამ თქვენს ტრაკს მიხედეთ.

 

 ავტორი: აკა ნუცუბიძე

 

 

 

 

დატოვე კომენტარი