ბედლამი: ბეთლემის სამეფო საავადმყოფოს ამბავი
სიტყვა ‘ბედლამი’ ინგლისურ ენაში ბეთლემის სამეფო საავადმყოფოს გავლენით დამკვიდრდა, როგორც არეულობის და უწესრიგობის აღმნიშვნელი სიტყვა.
ბეთლემის საავადმყოფო ერთადერთი დაწესებულება იყო ევროპაში, რომელიც საზოგადოებისგან “უარყოფილებს” თავისთან იღებდა – მენტალურად ან კრიმინალურად ავადმყოფად წოდებულებს.
საავადმყოფოში პაციენტებს პროფესიონალურად არ კურნავდნენ. იქ საპირისპირო ხდებოდა. პაციენტები საშინელი ბოროტების, ექსპერიმენტების, უპატივცემულობის და დამცირების მსხვერპლები ხდებოდნენ – რაც მე-20 საუკუნემდე საზოგადოებისთვის მისაღები იყო.
ტერმინი “ბედლამი” ქაოსს და არეულობას აღწერს. ის მე-18 საუკუნეში ბეთლემის ბოროტების ზენიტში ყოფნისას, მის აღსაწერად დამკვირდრა.
საავადმყოფო 1247 წელს დაარსდა და პირველი მისივე ტიპის საავადმყოფო იყო ბრიტანეთში. ამ პერიოდამდე არ არსებობდა ადგილი სადაც მენტალურად დაავადებულებს, ქმედუუნაროებს და კრიმინალური აზროვნების მქონეთ საზოგადოებისგან მოშორებით ამყოფებდნენ ადეკვატურ გარემოში.
ბეთლემში ხვდებოდნენ ისევე როგორც “ქრონიკული მანიით” ან “მწვავე მელანქოლიით” შეპყრობილები, ასევე ადამიანები, რომლებსაც მძიმე დანაშაულში მონაწილეობა ედებოდათ ბრალად: ინფანტიციდი (შვილის მკვლელობა), ჰომიციდი (მკვლელობა) ან თუნდაც ‘ხულიგნობაში’ ედებოდა ბრალი.
ბედლამში მოხვედრა, როგორც ის იწოდებოდა, არ ნიშნავდა რეაბილიტაციის გზაზე დადგომას, რადგანაც მკურნალობის პროგრამა ითვალისწინებდა იზოლაციას და ექსპერიმენტებს.
თუ პაციენტი მოახერხებდა და ფსიქიატრიულიდან ცოცხალი გამოვიდოდა, მას და მის ოჯახს საავადმყოფოში მიღებულ ტრავმებთან უწევდათ გამკლავება. “განკურნების” ერთ-ერთი მეთოდი “ტრიალის თერაპია” იყო, რომლის დროსაც პაციენტი კედელზე ჩამოკიდებულ სკამზე იჯდა და სკამი ტრიალებდა, წამში 100 ბრუნის სისწრაფითაც კი.
ამ ‘რიტუალის’ მიზანი პაციენტში გულისრევის გამოწვევა იყო, რაც იმ პერიოდში ავადმყოფობების დიდი ნაწილისგან განთავისუფლების საშუალებად ითვლებოდა.
სოციალურ ზნე-ჩვეულებათა მიღმა, ფინანსების ნაკლებობას შეუძლია ახსნას ის ფაქტი თუ რატომ იქცა ბეთლემი ბედლამად. საავადმყოფო სახელმწიფოს მხრიდან ცუდად-დაფინანსებული ორგანიზაცია იყო, რომელიც პაციენტების ოჯახებისგან და კერძო დონორებისგან მიღებული თანხით არსებობდა.
რათქმაუნდა, ადამიანების უმეტესობა, რომლებიც ბედლამში ხვდებოდა მაღალი კლასის წარმომადგენელი არ იყო, არც საშუალო კლასის. ისინი უმეტესად ღარიბები იყვნენ, გაუნათლებლები და მსხვერპლად ქცეულები არა მარტო მენტალური პრობლემების, არამდედ საზოგადოებისგან მიუღებლობის გამოც.
ფაქტია, მე-18 საუკუნეში ბედლამი საავადმყოფოზე მეტად ცირკად იქცა, მარტივი მიზეზის გამო, “ახირებული ადამიანები” ფულს აკეთებდნენ. ადამიანები ბედლამში მისი ბინადრების სანახავად მიდიოდნენ და მასში ტურებსაც კი აწყობდნენ.
მაშინ, როცა ბედლამი დიდწილად იყო ვიზიტორების შემოწირულობაზე დამოკიდებული, პაციენტების დავალებულნი იყვნენ თავიანთი “გიჟური” ბუნება ეჩვენებინათ მხილველთათვის.
1800-იანი წლების შუაში, კაცი სახელად უილიამ ჰუდი ბედლამის საავადმყოფოში თერაპევტი გახდა, რომელსაც მიზნად ჰქონდა რეალური რეაბილიტაციის პროგრამები შეექმნა პაციენტებისთვის, რომლებიც პაციენტებზე საავადმყოფოს მმართველობის ნაცვლად იზრუნებდა.
“ბედლამიტები” როგორც მათ იყო საშინელი მკურნალობის მეთოდები, ექსპერიმენტული და აშკარად სასტიკი და უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ პაციენტის გვამის გამოკვლევის მიზნით იყო გამოყენებული. სხვების სხეულები ლივერპულის მასობრივ სასაფლაოზე იყრებოდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბეთლემის საავადმყოფო გარეუბანში გადაიტანეს, პაციენტების საცხოვრებელი ყოფის გაუმჯობესების მიზნით. ასევე დაწესებულების საზარელი მემკვიდრეობისგან გათავისუფლების მოტივით. მიუხედავდა ამისა “Bethlem Museum of the Mind”-ის არქივიდან ჩვენ შეგვიძლია ბეთლემის პაციენტების შეპყრობილი სახეების დათვალიერება.
სურათების უმეტესობა გადაღებულია საავადმყოფოში მიღების დროს და წარწერილია პაციენტის “დიაგნოზი”. დღეს როცა ამ ფოტოებს ვუყურებთ, რთულია დავიჯეროთ, რომ რომელიმე მათგანმა ცოცხლად გააღწია ბედლამიდან, ან ოდესმე გამოჯანმრთელდა.
ორიგინალი სტატიის ავტორი: ები ნორმანი
ნათარგმნია წყაროდან: How Bethlem Royal Hospital Became The Notorious Bedlam Asylum (allthatsinteresting.com)