მეორე სახლი – მატერიალური ფასეულობები და დაცულობა

ასტროლოგიაში, მეორე სახლი წარმოადგენს მატერიალური ფასეულობების, ფინანსების და საერთო კეთილდღეობის სიმბოლოს.

ის განაგებს ფინანსურ დაცულობას თქვენს ცხოვრებაში. სახლი გაწვდით ინფორმაციას, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ სიმდიდრის მიმართ და როგორ ხარჯავთ ფულს.

მის გამგებლობაში შედის ასევე თვენი დაცულობა.

  • მეორე სახლად არსებული ვერძი

როცა საქმე ფულის კეთებას ეხება, ზედმეტად აგრესიული და მებრძოლი ხდებით. ეს მმართველი მარსის დამსახურებაა. კარგი ფინანსური ფონიც რომ გქონდეთ, მაინც უკმაყოფილო იქნებით და მთელი ცხოვრება იზრუნებთ ფულის კეთებისათვის. იმპულსური გადაწყვეტილებების სიუხვის გამო ბევრ ხიფათს გადაეყრებით ცხოვრებაში. ფულს ექსტრავაგანტულად ხარჯავთ და გიყვართ როცა ფინანსებისთვის იბრძვით.

  • მეორე სახლად არსებული კურო

დიდი შინაგანი სურვილი გაქვთ მეტი ფულის შოვნის და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების. მმართველი ვენერა ფულის მიმართ სიხარბეს და სიყვარულს იწვევს. ბიზნეს შეთანხმებები კარგად გამოგდით, თუმცა სჯობს მატერიალურ ფასეულობების გარეშე ცხოვრება ისწავლოთ. ფულის დაგროვება გიყვართ, რაც ზოგჯერ ანტიკური ნივთების და ფასეულობების კოლექციებში გამოიხატება. სტაბილური ფინანსური ცხოვრება გექნებათ.

  • მეორე სახლად არსებული ტყუპები

მეტად ფოკუსირებული ხართ ფულის კეთებაზე. მმართველი მერკურის გავლენით ფინანსების მიმართ გაქვთ ინტერესი. მიდრეკილი ხართ მეტი და მეტი ფულის შოვნისკენ. ერთზე მეტ კარიერას იწყობთ, რათა ფინანსურ მიზნებს მარტივად მიაღწიოთ. გამჭრიახი გონება ამ ყველაფერში ხელს გიწყობთ. ხალხს არა მორალური ფასეულობების, არამედ მატერიალური მდგომარეობის მიხედვით აფასებთ.

  • მეორე სახლად არსებული კირჩხიბი

ემოციურად ხართ ფულთან და მატერიალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული. თქვენი აქტივების კარგი დამცველი ხართ და არ გიყვართ ექსტრავაგანტული ქმედებები. იმაზე მეტს ხარჯავთ ოჯახისთვის და მეგობრებისათვის, ვიდრე გამოიმუშავებთ. კომერციული გარიგებები კარგად სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ საკმარის ფულს შეიძლება აკეთებდეთ, დაუცველობის განცდა შეიძლება შემოგეპაროთ.

  • მეორე სახლად არსებული ლომი

მაშინ როცა თქვენი მმართველი მნათობი მზეა, ფინანსები თქვენს ღირსებასთან და თვითშეფასებასთანაა დაკავშირებული. ფულის აკუმულირებას დაცულობისთვის ახდენთ. ფინანსები ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია, რასაც ცხოვრებაში იძენთ. ფინანსური საქმის კარგი მცოდნეები ხართ. ფინანსური კონდიციის ზრდა, სიამოვნების დონეს გაგიზრდით.

  • მეორე სახლად არსებული ქალწული

ფინანსურ საქმეებს გულდასმით ეკიდებით. დეტალებზე და ჩახლართულობებზე კონცენტრირდებით, როცა საქმე მატერიალურ კეთილდღეობას ეხება. ისე ჩანს, თითქოს ფინანსებს დიდი ყურადღებით ეკიდებით, თუმცა დანაკარგები გაქვთ. მაშინ როცა, პრაქტიკულ დანახარჯებზე ყურადრებას იჩენთ, ფუფუნების საგნებზე გიყვართ ფულის ფლანგვა. ფინანსური მხრივ არსებულმა პრობლემებმა შესაძლოა ჯანმრთელობაზე ცუდი გავლენა მოახდინოს.

  • მეორე სახლად არსებული სასწორი

თქვენი მხრიდან დაბალანსებული დამოკიდებულებაა ფულის საკითხში. ფინანსური გარიგებები მეტწილად პარტნიორებთან კოოპერაციას ეფუძნება. გიყვართ ფუფუნება და იძენთ მაღალფასიან რეკრეაციებს და აქტივებს. დროსთან ერთად დამზოგველი ხდებით. გიყვართ შემოსავლის და გასავლის ბიუჯეტირება და ლიმიტების დაწესება.

  • მეორე სახლად არსებული მორიელი

ფინანსურ გარიგებებთან დაკავშირებით ფარული ხართ. ფულის გამომუშავებისათვის ბევრს მუშაობთ, თუმცა თქვენი შემოსავლები უცნობია გარშემომყოფებისათვის. არ გიყვართ ფინანსების ვინმესთან გაზიარება. ნაშოვნ ფულს მესაკუთრულად ეუფლებით და გიჭირთ სხვების დახმარება. ხშირი იქნება აღმასვლები და ჩავარდნები თქვენს ფინანსურ ცხოვრებაში.

  • მეორე სახლად არსებული მშვილდოსანი

ფინანსებთან მიმართებაში ზედმეტად ხელგაშლილი ხართ. ფულთან მიმართებაში ფილოსოფიური კავშირები გაქვთ და ცდილობთ იმათ დაახარჯოთ, ვისაც ეს სჭირდება. იღბალი ბევრი მცდელობის გარეშეც თან გდევთ. ფინანსების დაგროვება თქვენი საქმე არაა. დანახარჯებში ექსტრავაგანტული ხართ. როგორც წესი, ეს განლაგება საზღვარგარეთულ კარიერაზე მიუთითებს. რისკი გიყვართ და ერთხელაც ბევრს იშოვით.

  • მეორე სახლად არსებული თხის რქა

ფული შოვნასა და დახარჯვასთან მიმართებაში პრაქტიკული და ფრთხილი ხართ. ფულის შოვნა იცით, თუმცა მის ხარჯვაში ფრთხილად უნდა იყოთ. დამზოგველი ხართ და კარგი ხართ სპეკულაციურ გარიგებებში. ექსტრავაგანტულობისგან და ფუფუნების საგნებისგან თავი შორს გიჭირავთ. პრაქტიკული ხართ და ცხოვრობთ საშუალო დონეზე, როგორაც სხვებს გაუჭირდებოდათ ცხოვრება თქვენი ფინანსური მდგომარეობით.

  • მეორე სახლად არსებული მერწყული

ნაკლებად ხართ ფულით და მატერიალური ღირებულებებით დაინტერესებული. ფული ვერ გმართავთ. თუმცა, ფულის კეთების ხელოვნებაში ნამდვილად კრეატიულები ხართ. სხვადასხვა შემოსავლის წყაროები გაგაჩნიათ. შემოსავლის დადგენილი წყარო არ გაგაჩნიათ და ძირითადათ უკონტრაქტოდ მუშაობთ. იმპულსური ხართ ფინანსებთან მიმართებაში და მისი შოვნის ახალ გზებს პოულობთ.

  • მეორე სახლად არსებული თევზები

ფინანსური საკითხებით თავს ნაკლებად იწუხებთ. ხარჯავთ თქვენი ოცნებებისათვის და ახალ წესებზე გადადიხართ, როცა ძველი აღარ მუშაობს. გულკეთილი ხართ. არ ხართ ხარბი და ზემეტად მატერიალისტი. ფინანსურ სვლებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ინტუიციური სული წინამძღოლობას გიწევთ ფინანსურ სფეროში, ასე რომ, ამ ნაწილში შეგლიათ მშვიდათ იყოთ.