ნატალური მერკური ზოდიქოებში

მერკურს მოაქვს ინტელექტუალური საკითხების მიმართ ინტერესი, სწავლაზე და სწავლებაზე და ასევე გვიჩვენებს რამდენად ღრმად გვსურს ვისწავლოთ. გვაძლევს ნატურალურ ინტელექტს და ანალიზის და აზრთა დამუშავების საშუალებას.

მერკური კირჩხიბში

კირჩხიბის სახლში არსებული მერკურის გავლენით, თქვნ ძლიერი ინტუიცია გაქვთ. თქვენი მოქმედებები გრძნობის ორგანოებზე უფროა დამყარებული ვიდრე ლოგიკურ გადაწყვეტილებებზე. ფიქრის პროცესი ძალიან ემოციურია. მეხსიერების გაფართოებული მოცულობა გაქვთ და სახელებს და თარიღებს კარგად იმახსოვრებთ. შესაძლოა, ღრმა ინტერესი გქონდეთ ისტორიული მოვლენების მიმართ და ამის გამო პატრიოტიზმის ბუნებრივი განცდა გეუფლებათ.

ბევრს სწავლობთ, რადგან ამის მოთხოვნილება გაქვთ. სხვების საჭიროებების მიმართ მგრძნობიარე ხართ. თანამგრძნობი მსმენელი ხართ და კარგი მხარი, რომელზეც შეუძლიათ დაისვენონ. ერიდეთ სხვების პრობლემების საკუთარად მიღებას, თორემ ეს მენტალურად გამოგფიტავთ და გაგანადგურებთ.

მერკური მორიელში

მორიელის სახლში არსებული მერკური ფარულ და ეჭვიან ადამიანს ქმნის. ბრწყინვალე ინტუიცია გაქვთ და ფიქრისთვის ხართ დაბადებული. თქვენი უნარები მშვენიერ მკვლევარად და გამომძიებლად გაქცევთ. თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა შეიძლება სამეცნიერო საქმეებშიც გამოგადგეთ.

გარშემომყოფების ძლიერ და სუსტ მხარეებს მარტივად ამჩნევთ. მწარე ენა გაქვთ, რომელიც სხვების სენტიმენტებს ეხება ხოლმე. ზოგჯერ მშვიდათ ხართ და ისვენებთ. საგნებთან ადაპტაციისთვის დრო გჭირდებათ და ჩვეულებრივ ემოციური ხართ.