ნატალური მზე ზოდიაქოებში

მზე პიროვნების იდენტიფიკატორია. გვიჩვენებს იმ არეალებს, სადაც პიროვნებამ დამოუკიდებლობა უნდა ისწავლოს. სად უნდა გაშალოს საკუთარი პოტენციალი, გამიჯნოს საკუთარი თავი სხვებისგან და იბრწყინოს. მზის პოზიციამ შესაძლოა იმ პროფესიის შესახებაც გვითხრას, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება პიროვნების ხასიათს.

მზე ვერძში

ვერძის მმართველი პლანეტა მარსია, რომელიც ენერგიის, სიჯანსაღის, მებრძოლი სულის და ლიდერული უნარების სიმბოლიზირებას წარმოადგენს. ვერძები გაბედულები და მტკიცეები არიან უმეტეს სიტუაციაში. ისინი ნებისმიერ სამუშაოს ენთუზიაზმით აკეთებენ და საკუთარ უნარებში თავდაჯერებულები არიან, თუმცა აკლიათ წინდახედულობა და მოთმინება.

მზე კუროში

კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მშვიდი და მომთმენი ბუნება გააჩნიათ, ისინი მადლიერების გრძნობით არიან გამსჭვალულნი ლამაზი და სასიამოვნო ცხოვრებისეული საგნების და მომენტების მიმართ. კუროები ხშირ შემთხვევაში ინტროვერტები არიან და უყვართ დისტანციის დაჭერა, საუკეთესო მეგობრებთანაც კი. ამის მიზეზი ქედმაღლობა არაა, არამედ საკუთარ პრობლემებზე საჯაროდ საუბრის უუნარობა.

მზე ტყუპებში

ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებულები დაჯილდოებული არიან მრავალმხრივი ნიჭით და მათ აქვთ უნარი, როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკაში გამოიყენონ ის. ისინი ინტელიგენტი და სწრაფად-მიმხვედრი ადამიანები არიან და თითქმის ყველაფერი აინტერესებთ, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. ტყუპები ადვილად ადაპტირდებიან ნებისმიერ სიტუაციაში. ისინი ღია არიან სიახლეების მიმართ, რადგან სწრაფად შეუძლიათ დაინახონ საკუთარი უპირატესობები. ახალ რამეებს სხვებსაც აჩვენებენ და ამისგანაც ღებულობენ სარგებელს. ტყუპები სოციალურები არიან და წარმომადგენლობითი უნარებით დაჯილდოვებული, მათ შეუძლიათ სხვების ინსპირირება და ზეგავლენის მოხდენა, შინაგანი შარმის და ძალის გამოყენებით.

მზე კირჩხიბში

კირჩხიბს მთვარე განაგებს, რაც ადამიანებს ემოციურ მგრძნობიარობას ანიჭებს. ისინი ხშირ შემთხვევაში თავშეკავებული და მორცხვები არიან. კირჩხიბების მსჯელობა, ფიქრი და ქცევა ხშირ შემთხვევაში მათ ხასიათზეა დამოკიდებული. ამიტომაც ძლიერი პიროვნულობის მქონე პარტნიორებს ირჩევენ, რომლებსაც შეუძლიათ დაეყრდნონ.

მზე ლომში

ლომის ნიშანი ადამიანებს ჯანსაღ თვით-რწმენას და ნატურალურ ავტორიტეტს აძლევს. მათ გააჩნიათ დომინირების და სხვების კონტროლის ძალა, თუმცა ხშირ შემთხვევაში მეგობრულები და სულგრძელები არიან. ლომებს საკუთარ თავში ეჭვი იშვიათად ეპარებათ, რადგან სჯერათ საკუთარი შრომის და გონებრივი ძალის, ასევე ენდობიან თანამშრომლების შრომას. ლომები ამაყები არიან და პატივს სცემენ თანასწორების სიამაყესაც. სხვები ლომში პირდაპირობას და გახსნილობას აფასებენ. რაინდობა და ტაქტი მათი შინაგანი მახასიათებლებია. ლომების ლიდერობასთან არავის უჩნდება პრეტენზია და ბუნებრივად იღებენ, რადგან ისინი მშვიდი ლიდერები არიან და არასდროს არიან ვიწროდ-მოაზროვნეები.

მზე ქალწულში

ქალწულების დამახასიათებელი ნიშანი წყობის და სისტემის შეგრძნებაა. ისინი პრაქტიკული ადამიანები არიან, შესანიშნავი მოწყობის და ხელმძღვანელობის უნარებით. მათ შეუძლიათ ბოლომდე კონცენტრირდნენ საქმეზე. კარგი წყობა სამუშაოს მარტივს და სწრაფად შესასრულებელს ხდის, ამიტომაც კარგად ორგანიზებული და ფუნქციონალური სისტემებისკენ მიისწრაფვიან. ეს ხასიათი შესაძლოა პედანტობაში გადაიზარდოს, თუ მათი მზე ცუდადაა გაფორმებული სხვა პლანეტებით.

მზე სასწორში 

სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულნი ფრთხილები, დაბალანსებული და ჰარმონიული ხალხია. ნებისმიერ შემთხვევაში, ფიქრობენ სანამ რაიმეს გააკეთებენ. გახურებულ-თავიან სასწორებსაც შეხვდებით, თუმცა ისინი იშვიათი ინდივიდები არიან. სასწორები გულწრფელი, პატიოსანი და წესიერი ადამიანები არიან. ისინი ვერ იტანენ უტაქტო, ხმაურიან და შემაწუხებელ ქმედებებს. სასწორებს ძლიერი ესთეტიური შეგრძნებები და არტსტული ნიჭი გააჩნიათ. მათ შეუძლიათ წარმატების მიღწევა ნებისმიერ ხელოვნების სფეროში. სასწორები უნარიანი, მოწადინებული, ინტელიგენტი და თავგადასავლების მოყვარული ხალხია.

მზე მორიელში

მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ცხადად აზროვნება შეუძლიათ, აქვთ ბრწყინვალე განსჯის უნარი და მარტივად ერკვევიან სიტუაციებში. მორიელებს კარგი მეხსიერება და ძალიან კრეატიული გონება გააჩნიათ, რომელიც ორიგინალურობით გამოირჩევა. შეიძლება ძალიან ჯიუტები იყვნენ საკუთარი აზრის დაცვისას. ამის მიზეზი მათი გამართლებული თავდაჯერებულობაა.

მზე მშვილდოსანში

მშვილდოსნები მათი მაართველი პლანეტის, იუპიტერის, ბეჭედს ატარებენ, რომლის დევიზიც სამართლიანობა და ბედნიერებაა. ამრიგად, ისინი ოპტიმისტი, აქტიური, სოციალური და პირდაპირი ხალხია. ხანდახან მათი გადამეტებული პირდაპირობა, გაუცნობიერებლად, სხვების გულისტკივილის მიზეზი ხდება. მათი ხასიათი გესლიანი სატირისგან და ბოროტი განზრახვებისგან არ შედგება, თუმცა სამართლიანობის იდეა იმას გულისხმობს, რომ მშვილდოსნები იმსახურებენ იცოდნენ სიმართლე.

მზე თხის რქაში

თხის რქის ნიშანს სატურნი განაგებს, რაც ადამიანებს სიმშვიდეს, მოთმინებას, შეუპოვრობას და ამბიციურ ბუნებას ანიჭებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ მაქსიმალური ენერგია და ძალები ჩააქსოვონ იმ საქმის კეთებაში, რისი გაკეთებაც უნდათ, ან ევალებათ. ისინი მხიარულები, თუმცა არსით სერიოზული და პასუხისმგებლიანები არიან და რასაც აკეთებენ ყველაფერი მათ დამოკიდებულებებს ეფუძნება.

მზე მერწყულში

მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ორი პლანეტის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. სატურნი მათ გონების სიმშვიდეს, კონცენტრაციას და მდგრადობას აძლევს, მაშინ როცა ურანი მოუსვენრობას, ორიგინალურობას და ფეთქებად ხასიათზეა პასუხისმგებელი. ეს ხასიათები იშვიათად ვლინდება დანაწევრებულად, მერწყულები გაჯერებულები არიან ყველა ამ მახასიათებლით.

მზე თევზებში

მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ორი პლანეტის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. იუპიტერი მათ სამართლიანობის, სოციალური ცნობიერების და სხვების დახმარების სურვილს უბოძებს, მაშინ როცა ნეპტუნი თან ეხმარება და თან ართულებს მათ ცხოვრებას. ნეპტუნი მათ კარგი წარმოსახვის უნარს, კრეატიულობას და ემოციურობას ანიჭებს, თუმცა ის ჰიპერმგრძნობიარობას და მეოცნებეობასაც უწყობს ხელს, რასაც ინერტულობასთან, გაუბედაუბასთან და გადაჭარბებულ მგრძნობიარობასთან მივყავართ.