დასაბამი (დასაბამი #1)

Foundation
სამეცნიერო ფანტასტიკის „დიდი სამეულიდან“ ერთ-ერთს, აიზეკ აზიმოვს, სხვადასხვა კატალოგის მიხედვით 500-ზე მეტი ნაწარმოები აქვს შექმნილი. მისმა ნაწერებმა წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ თანამედროვე ლიტერატურაზე, არამედ მეცნიერების სხვადასხვა დარგზეც. შეიძლება ითქვას, რომ სერია „დასაბამი“ აზიმოვის კოლოსალური შემოქმედების ხერხემალია. ეს წიგნი პირველია სამიდან, რომლებიც თითქმის 30 წლის განმავლობაში „დასაბამის ტრილოგიის“ სახელით იყო ცნობილი. შემდგომში აზიმოვმა სერიას 4 წიგნი შემატა და „დასაბამმა“ ამ სამყაროს ქრონოლოგიაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

რეკომენდირებული წიგნები

დატოვე კომენტარი