კონცერტი ანგელოზის ხსოვნას

Concerto à la memoire d'un ange
ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი და რეჟისორი ერიკ-ემანუელ შმიტი დაიბადა ლიონის გარეუბანში. ბავშვობაში მუსიკით იყო გატაცებული და კომპოზიტორის კარიერაზეც კი ფიქრობდა. ლიტერატურისაკენ ლტოლვამ კი ყველა მისი სხვა გატაცება დასჯაბნა. პირველი წიგნი თერთმეტი წლის ასაკში დაწერა, პირველი პიესა “გრეგუარი...” თექვსმეტისამ. 1993 წელს დაწერილი მისი მორიგი პიესა “სტუმარი”, რომელიც ზიგმუნდ ფროიდისა და ღმერთს შორის გამართულ დიალოგს ეყრდნობა, კრიტიკის მოწონებას დაიმსახურებს. ხსენებული პიესა დაიდგა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზეც. “სტუმარი” ორჯერ დაჯილდოვდა “მოლიერით” (თეატრალური პრიზი საფრანგეთში).…

რეკომენდირებული წიგნები

დატოვე კომენტარი