პროლეგომენები

Prolegomena zu einer jeden künftigen Metaphysik, die als Wissenschaft wird auftreten können
გერმანელი ფილოსოფოსის, გერმანული კლასიკური ფილოსოფიის, გერმანული იდეალიზმის ერთ-ერთი დამაარსებლის, იმანუელ კანტის (1724-1804) განსახილველი წიგნი, „პროლეგომენები“, გამოქვეყნდა 1783 წელს და წარმოადგენს მეტაფიზიკის თეორიის პრელიმინარულ ნაშრომს, რომელშიც ავტორი განმარტავს მეტაფიზიკის საგანსა და ამოცანას, და ასევე მიუთითებს მისი შექმნის გეგმას, რომელიც რეალიზებული იქნა მის „წმინდა გონების კრიტიკაში“. გამოცემას უძღვის პროფ. პეტრე შარიას (1902-1983) საკმაოდ ვრცელი, 22 გვერდიანი შესავალი, რომელშიც დაწვრილებით არის მოცემული ფილოსოფიის ისტორია, ნაშრომის შინაარსი, კანტის ფილოსოფიის ძირითადი პრინციპები და თავად თარგმანიც, რომელიც პროფ. მოსე გოგიბერიძეს (1897-1949)…

რეკომენდირებული წიგნები

დატოვე კომენტარი