სენიორ პრეზიდენტი

El Señor Presidente
"სენიორ პრეზიდენტი" მხატვრული ნაწარმოებია, მაგრამ გვატემალის სინამდვილეს, ყოველდღიურ ცხოვრებას დოკუმენტური სიზუსტით აღწერს. მასში ბევრი სცენა პირდაპირ რეალობიდანაა აღებული, პერსონაჟებიც, თითქოსდა უნიკალური გმირები, ავტორის თანამედროვეები არიან. ყველა მათგანი სასტიკი წნეხის ქვეშ ცხოვრობს; მათ ირგვლივ მეფობს სისასტიკე, უსამართლობა, ტყუილი, ჭორი, შანტაჟი, მუდმივი თვალთვალი, მუქარა, იძულება, მკვლელობები. რომანი საშინელი სიცხადით გადმოსცემს შიშს, რომელსაც ქვეყანაში გამეფებული დიქტატურის გამო შეუპყრია უკლებლივ ყველა. ამ ყველაფრის რეალისტური აღწერა ლიტერატურულ დრამას ქმნის. ასტურიასმა სტუდენტობისას დაწერა მოთხრობა, რომელიც შემდეგ საფუძვლად დაედო რომანს სენიორ პრეზიდენტი".…

რეკომენდირებული წიგნები

დატოვე კომენტარი