სიზიფის მითი

Le mythe de Sisyphe
"მომდევნო გვერდებზე საუბარია აბსურდულ მგრძნობელობაზე, რასაც ჩვენს დროში ყველგან შეხვდებით და არა აბსურდის ფილოსოფიაზე, რომელსაც ჩვენი ეპოქა, მართალი რომ ითქვას, არც იცნობს. ელემენტარული პატიოსნების საკითხია, თავიდანვე აღინიშნოს, რომ ამ ნაშრომზე დიდი გავლენა ზოგიერთმა თანამედროვე მოაზროვნემ იქონია. სულაც არ ვაპირებ იმის დამალვას, რომ აქ ხშირად მოვახდენ მათ ციტირებასა და განხილვას. მაგრამ იმავდროულად, არც იმის თქმა იქნება უსარგებლო, რომ აბსურდი, რომელიც აქამდე დასკვნად ითვლებოდა, ამ ესეიში განხილულია, როგორც ამოსავალი წერტილი. ამ მიმართებით შეიძლება ითქვას, რომ ჩემი კომენტარები…
დატოვეთ კომენტარი