შავი წიგნი

Kara Kitap
ეს არის წიგნი ყველასთვის, ყველასა და ყველაფერზე. მასში ყოველი მკითხველი აღმოაჩენს რაღაცას თავისას და თავისთვის, რაზეც პასუხი მანამდე ვერსად ეპოვა. აქ ზოგი დაკარგულ სიყვარულს დაეძებს, ზოგი – საკუთარ თავს; ზოგს ეკოლოგიური პრობლემები ადარდებს, ზოგს – თვითმყოფადობის დაკარგვა; ზოგი დასავლური კინოს ძალადობას აპროტესტებს, ზოგს ოდესღაც ძლიერი ქვეყნის დაკნინება სტკენს გულს... ორჰან ფამუქის „შავი წიგნი“ ყველას ეხმიანება – ეს პრობლემები მის სამშობლოშიც ისევე აქტუალურია, როგორც ზოგადად მთელ მსოფლიოში.
დატოვეთ კომენტარი