ადამიანებისადმი დიდი სიყვარულითაა განმსჭვალული მისი საუკეთესო ნაწარმოები - ''ადამიანების მიწა" (1939 წ.). ჰიტლერიზმის წინააღმდეგ კაცობრიობის სასტიკი ბრძოლის წლებში იგი მოვლენების მგზნებარე მონაწილეა. ომის დაწყებისას ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი უკვე აღარ მსახურობდა ავიაციაში. მრავალი ხიფათის შედეგად მიღებულმა ჭრილობებმა ავიაციაში სამსახურის უფლება მოუსპო მას. მაგრამ იგი მაინც დაუბრუნდა თვითმფრინავს და იბრძოდა მტრის მიერ საფრანგეთის დაპყრობამდე.
Loading...
Subscribe
Login
0 კომენტარი