ორასიო კიროგა (1878–1937) სახელგანთქმული ურუგვაელი მწერალია, ცნობილი ნოველებისა და რომანების ავტორი. მამამისი არგენტინელი დიპლომატი იყო. ორასიო მონტევიდეოში სწავლობდა და თავიდანვე იჩენდა ინტერესს ლიტერატურისა და გამოყენებითი მეცნიერებებისადმი. ურუგვაიში დაბრუნებული ესპანურს ასწავლიდა, ჟურნალისტიკითაც იყო დაკავებული და პარალელურად ფოტოგრაფობდა. მისი შემოქმედებითი დებიუტი 1901 წელს შედგა ლექსების წიგნითა და პოეტური პროზით, რომელიც ესპანურენოვანი მოდერნიზმის გავლენით დაწერა. 1902 წლიდან ძირითადად არგენტინაში ცხოვრობდა. როგორც ფოტოგრაფი, მონაწილეობდა ექსპედიციაში პროვინცია ჩაკოში. ეს ადგილი ისე მოეწონა, ოჯახთან ერთად რამდენიმე წელი იქ იცხოვრა – ჯუნგლებში.…
Subscribe
Login
0 კომენტარი