გავროშის ტრაგიკული სახე გამორჩეულია ვიქტორ ჰიუგოს პერსონაჟთა შორის. უსახლკარო პატარა ბიჭის თავგადასავალი საფრანგეთის რევოლუციის დროს ჰიუგოს რომან „საბრალონის“ (1862 წ.) ნაწილია, თუმცა განსაკუთრებულობის გამო ის ფრანგულ ენაზეც ხშირად დაბეჭდილა, როგორც დამოუკიდებელი მოთხრობა. გავროში - ესაა სილაღის, სიამაყის, სიმამაცის, სიკეთის ქმნისა და თანაგრძნობის უნარით ბუნებისგან დაჯილდოებული პატარა ვაჟკაცის სახე, რომლის მთელი კეთილშობილება ბარიკადებზე უიარაღოდ დარჩენილი თანამოაზრეებისათვის თავგანწირვის დროს გამოვლინდება. გავროშის სახელი ჰიუგოს შემდეგდროინდელ ლიტერატურაში განზოგადდა და რევოლუციებს გმირულად შეწირული ახალგაზრდების სიმბოლოდ იქცა.
Loading...
Subscribe
Login
0 კომენტარი