"კაცი, რაჟამს საქმეს განასრულებს: სიმარტოვეში უნდა უკუდგეს. კაცი, საქმეს რომ აღასრულებს: სოფლუირ უსასრულობას უნდა შეერთოს." ასე ბრძანა ოცდახუთი საუკუნის წინ ჩინელმა ბრძენთაბრძენმა ლაო-ძიმ. ბრძანა და გაუჩინარდა. მიუბოძა "დაო დე ძინი" კაცობრიობას, უზენაესი სიყვარულითა და სიკეთით რომ აღავსებდა ყოველ არსებას, და თავად უსასრულობას და დაოს გაწყვდიადებულ და გასხივოსნებულ წიაღს დაუბრუნდა. მისი სული სამყაროს მარადიულ სულში გაიმქვრა და გარდაიცვალა. მან აღასრულა ის, რასაც თავისი მოძღვრებით ქადაგებდა. ამიტომ გაამითიურეს და გააღვთიურეს მისი სახელი, ხოლო მის ბრძნულ წიგნს კაცობრიობის…
Subscribe
Login
0 კომენტარი