"მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტ ლამანჩელი" არა მხოლოდ სერვანტესის, არამედ მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი ნაწარმოებია. "დონ კიხოტით" სერვანტესმა სარაინდო რომანების სისულელეთა გამასხარავება მოინდომა, თუმცა კი ისე წარმოადგინა 650-ზე მეტი პერსონაჟი, რომ მათი გაცნობით მილიონობით მკითხველი იმდროინდელი ესპანეთის ცხოვრების თანაზიარი გახადა. ამ გმირთა შორის უმთავრესნი არიან რაინდი და მისი საჭურველთმტვირთველი. პირველი გაღარიბებული იდალგოა, მეორე - არანაკლებ ღატაკი გლეხი. დონ კიხოტი და სანჩო პანსა უკვე საუკუნეებია, ჰუმანურობითა და ხალხური სიბრძნით ხიბლავენ სხვადასხვა ასაკისა და მსოფლმხედველობის მკითხველს. ალბათ ამიტომაც დონ…