"ბატონი ჰანრდა ომოჩის უფროსი იყო; ბატონი ომოჩი - ბატონი საიტოსი; ბატონი საიტო - ქალბატონი მორისა; ქალბატონი მორი კი - ჩემი. მე თვითონ არავისი უფროსი არ ვყოფილვარ. ასე იწყება ამელი ნორტომის რომანი "კრძალვითა და ცახცახით", რომლისთვისაც ავტორმა 1999წელს საფრანგეთის აკადემიის დიდი პრემია დაიმსახურა. ბელგიელი მწერალი ამელი ნოტომი 1967 წელს დაიბადა იაპონიაში. ამ რომანის მთავარი გმირიც ბელგიელი ახალგაზრდა ქალია, რომელიც იაპონიის ერთ-ერთ უდიდეს კომპანიაში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ სწორედ ასე იწყებს თავისი თავგადასავლის თხრობას.
Loading...
Subscribe
Login
0 კომენტარი