წიგნს ისე გადავყავართ სათამაშოების ზღაპრულ სამყაროში, რომ რეალობასთან კავშირს არ წყვეტს. სათამაშოებიცა და ადამიანებიც ზღაპრის თანასწორუფლებიანი გმირები არიან და მათ შორის მხოლოდ პირობითი ზღვარია გალებული. ავტორი თავის უსულო გმირებსაც უხვად აჯილდოებს ადამიანური თვისებებით. მათ იციან სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება, ადამიანებივით იცინიან, ტირიან, უხარიათ, სწყინთ. ზღაპარი ბავშვებს ძალდაუტანებლად ასწავლის სიკეთეს, ლმობიერებას, ადამიანურობას. ამავე დროს აცნობს და აყვარებს მსოფლიოს ერთ–ერთ ულამაზეს და უძველეს ქვეყანას, იტალიას, გარკვეულ წარმოდგენას უქმნის მის სინამდვილეზე, მის ხალხზე.
Loading...
Subscribe
Login
0 კომენტარი