"მოთამაშე" 1866 წელს გამოქვეყნდა. რომანი შეიძლება ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულადაც მივიჩნიოთ. იგი მას შემდეგ დაიწერა, რაც დოსტოევსკიმ, ბანქოში მთელი თავისი ფულის წაგების შემდეგ ხელშეკრულება დადო გამომცემლობასთან უმოკლეს ხანში ახალი რომანის ჩაბარების შესახებ. "მოთამაშის" სიუჟეტი ვითარდება გერმანულ საკურორტო ქალაქში, სადაც რუსი გადამდგარი გენერლის ოჯახი და მისი შვილების ახალგაზრდა მასწავლებელი ალექსეი ივანოვიჩი მოგზაურობს. ალექსეის გენერლის გერი პოლინა უყვარს, პოლინას კი - ფრანგი ქარაფშუტა მარკიზი.
Loading...
Subscribe
Login
0 კომენტარი