გრიგოლ რობაქიძის რომანი „მცველნი გრალისა“ 1937 წელს გერმანულ ენაზე იენაში, დიდერიხის გამომცემლობაში დაიბეჭდა. ქართული საზოგადოება რომანს მხოლოდ ნაწილობრივ გაეცნო 1989 წელს ნაირა გელაშვილის პიესის – „გრაალის მცველნი“ – სახით, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე რეჟისორმა დავით ანდღულაძემ დადგა. „მცველნი გრალისა“ მოდერნისტური მწერლობის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს, მაღალესთეტიკური, უაღრესად შთამბეჭდავი სახეებითაა სავსე და ჭეშმარიტად ნიცშეანური პათოსითა და სიტყვაკაზმულობით გადმოსცემს უმნიშვნელოვანეს სათქმელს. წინამდებარე გამოცემა საშუალებას აძლევს მკითხველს, პირველად გაეცნოს რომანის სრულ ტექსტს ქართულ ენაზე. მასში შენარჩუნებულია ავტორისეული დასათაურება, რომელიც…
Subscribe
Login
0 კომენტარი