რომანი „მწვანე გზა“ მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები პოლ ეჯკუმის - ციხის სიკვდილმისჯილთა ბლოკის ყოფილი ზედამხედველის მონათხრობია, რომელიც ორმოცდაათი წლის წინათ მომხდარ ამბებს იხსენებს. წიგნი 1996 წელს გამოქვეყნდა. ამავე წელს „მწვანე გზას“ ბრემ სტოკერის სახელობის პრემია მიენიჭა, როგორც საუკეთესო რომანს. 1999-ში წიგნის მიხედვით ცნობილი ფილმი გადაიღეს, რომელშიც მთავარი გმირის როლს ტომ ჰენკსი ასრულებს.
Subscribe
Login
0 კომენტარი