ამ ნაწარმოებში თითქოს აქცენტები გადაადგილდა და მთავარი ხაზი სხვა სიუჟეტს დაეთმო, რომლის მოვლენებიც 16 წლის ბიჭის ცნობიერებაში აირეკლება, ხოლო მკვლელობის საიდუმლოც და მისი ამოხსნაც უკვე თავისთავად კი აღარაა იმდენად მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელობას მთავარი გმირის, ჩიკ მელისონის "გამოცდის" თვალსაზრისით იძენს. თვით ფოლკნერის სიტყვებით რომ ვთქვათ, რომანი "ჩვეულებრივი დეტექტივიდან იმის არცთუ ურიგო კვლევად იქცევა, ერთ ღამეში როგორ დაკაცდა თექვსმეტი წლის ბიჭი"
Subscribe
Login
0 კომენტარი