"ნიუ იორკერმა" ეს წიგნი მარტივად, ორი სიტყვით დაახასიათა: "აბსოლიტურად გენიალური". სულ ერთია, საკუთარი ბავშვობა ბედნიერად გახსენდება თუ არა - ჰარპერ ლი ბედნიერ ბავშობაში დაგაბრუნებს. რომანის მოქმედება ალაბამას შტატში ვითარდება დიდი დეპრესიის პერიოდში. მთავარი გმირები ბავშვები არიან, რომელთა თვალთახედვაში ექცევა ამერიკის სამხრეთ შტატებისთვის დამახასიათებელი წარმოდგენები და ტრადიციები. რომანის ერთ-ერთი ცენტრალური მოვლენაა ტომ რობინსონის გასამართლება და მისი ტრაგიკული ბედი. იგი შავკანიანია და სწორედ ამიტომ, მიუხედავად ვექილის, ატიკუს ფინჩის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა, მსაჯულები მაინც ერთხმად ადანაშაულებენ ტომ რობინსონს…