ცნობილია, რომ ვიდრე „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს“ დაწერდა, ჰიუგომ კარგად შეისწავლა ფრანგული გოთიკის ბრწყინვალე ნიმუში და ხუროთმოძღვრების ეს დიდებული ძეგლი. რომანში ამ ტაძრის ირგვლივ ვითარდება XV საუკუნის პარიზის ცხოვრება, რომელიც ზოგადსაკაცობრიო პრობლემების: სიყვარულის, ცოდვისა და სიკვდილის გარშემო ტრიალებს. მწერალი ამ პრობლემების გათავისებაში რომ დაგვეხმაროს, რომანში სამი მთავარი გმირი შემოჰყავს: ულამაზესი ბოშა ქალი ესმერალდა, განათლებული, ლამაზი, მაგრამ გულცივი კლოდ ფროლო და მახინჯი, მაგრამ ლამაზი სულის ადამიანი, ტაძრის ზართამრეკავი კვაზიმოდო. ამ სამი ადამიანისა და გარშემომყოფებთან ურთიერთობაში იკვეთება რომანის…
Loading...
Subscribe
Login
0 კომენტარი