”ბეჭდების მბრძანებლისა” და ”ჰობიტის” ეპიკური წინამორბედი. ადრეულ დღეებში შუახმელეთში პირველი ბნელი მეუფე, მორგოტი სახლობდა. მას უზენაესი ელფები ეომებოდნენ, რათა წართმეული სამი ძვირფასი ქვა - ”სილმარილები” დაებრუნებინათ. სილმარილიონი მოგვითხრობს ფეანორისა და მისი თანამოძმეების ღმერთთა წინააღმდეგ აჯანყებაზე, ელფთა და ადამიანთა ომის შესახებ, რომელიც, მათი სიმამაცის მიუხედავად, მარცხისთვის იყო განწირული. თქვენ წინაშე შუახმელეთის მატიანეა.