"მათთვის, ვინც ინტელექტუალურ თავგადასავალს ეძებს"; "უთვისებო კაცი" მკითხველისგან ისეთსავე გაბედულებას ითხოვს, როგორსაც მოსალოდნელი ხიფათი და სიძნელეები მსოფლიოს გარშემო მოგზაურისგან"; "უკიდურესად ირონიული და ამასთან უტოპიური..." _ ასე აფასებდნენ რობერტ მუზილის ამ რომანს ავტორის თანამედროვენი. მუზილი თითქმის მთელი ცხოვრება მუშაობდა "უთვისებო კაცზე", რომელიც დაუმთავრებელი დარჩა. 1930-1940-იან წლებში ტექსტი ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნდა. 1952 წელს რომანი ორ ტომად გამოიცა და ფართო საზოგადოების ყურადღებაც ამის შემდეგ მიიპყრო.
Loading...
Subscribe
Login
0 კომენტარი